მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩვენი ოპოზიციის “ლოგიკა” მაოცებს.
იძახიან, არჩევნები გაყალბდაო, რაც ნამდვილად ასეა, ტოტალურად გაყალბდა.
ასევე იძახიან, კომენდანტის საათის შემოღება პოლიტიკური პროტესტის შეზღუდვის მიზნის მოიგონა ხელისუფლებამო, რაც ასევე მართალია.
მაგრამ, არცრთი იღებს ხმას ამ გაყალბებული სტატისტიკის გამო, რომლის ძალითაც გამოგვკეტეს!
ჟვანია და გამყრელიძე ერთი გუნდის წევრები არ არიან?
თუ ჟვანია უპრავებთ არჩევნებს, იმნაძე-გამყრელიძე უფრო დიდი გამყალბებლები არიან, რომლებიც ჟვანიას შედეგებს სხვა მხრიდან და სხვანაირად იცავენ.
უცნაურია, როდესაც ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ საუბრობს.
იძახეთ ვირუსი და მისი სტატისტიკის ძალით, კაი ხოშიან დიქტატურაში ამოვყავით თავი.”
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პაატა იმნაძემ, რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ იცის, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ახალი შტამი, მაგრამ არ გვეტყვის და არა მარტო, ამ უკანასკნელი განცხადების გამო, საზოგადოებას ბევრი კითხვა დაუგროვდა.
კომენტარები