• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უწმინდესმა დაავალა და… უწმინდესის კურთხევა დაარღვიეს” – რას ჰყვება პეტრე კოლხი

ალია ავტორი - ალია
23:47 01-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

მამა პეტრე კოლხი:

“მახსოვს, უწმიდესის კურთხევით ყოველ კვირას სამების ახალგაზრდულ ცენტრში პოეზიის საღამოებს ვმართავდი და სხვებსაც გეხსომებათ, უამრავი ადამიანი ესწრებოდა… დადიოდნენ პოეტები, მწერლები, მხატვრები…

სახელს არ ვიტყვი, ერთ-ერთს დაავალა, მამა პეტრე ყოველ კვირას საღამოებს გამართავს, თვის ბოლოს ხელფასის სახით ჰონორარი მიეციო… სამჯერ ავიღე და მერე ორი წელი მაინც ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ არავის არაფერი მოუცია. უწმინდესის კურთხევა დაარღვიეს, მე დამინდობდნენ?!

ამიტომ მაქვს გული გატეხილი, რომ არაფრად გთვლიან და არ აინტერესებთ, რა გაწუხებს, როგორ არსებობ…

ან ცოდნას, ან განათლებას და შენ უნარებს ვინმე რომ აფასებდეს, საქმეც გექნებოდა და რასაც აიღებდი, იმას დაკმაყოფილდებოდი…

არ ვარ არც ქვეყნის და არც ეკლესიის მტერი… ბევრი შემოთავაზების მიუხედავად, არასდროს ვყოფილვარ თანახმა ღირსებაზე ხელი ამეღო… ეს ხომ დასანახი და დასაფასებელია…

არც ხმაურის და დაპირისპირების მომხრე ვარ… შეიძლება მე მოვითმინო, ბანკის კრედიტები, კომუნალურები ვერ ითმენს, ერთ დღეს არ გაპატიებენ…

რა უსაშველო გახდა, სასულიერო პირებისთვის ხელფასის დანიშვნა და ამ

პრობლემის ოდნავ მაინც მოგვარება…

ყოფილიყო სიმბოლური თანხა, ის ხომ მაინც გამოჩნდებოდა, რომ ვიღაცას აწუხებს ეს საკითხი, ვიღაც ზრუნავს ამ დაჩაგრულ და გაუბედურებულ ფენაზე…

ბუნებრივია, მშიერი მღვდელი მაძღარ ეპისკოპოსს რომ დაინახავს, განკითხვაში ჩავარდება კი არა, დაპირისპირების სურვილიც გაუჩნდება…

დიახ, ვბრკოლდები და ეს სახარება მარტო ჩემთვის არ დაწერილა, მგონი ყველა ჩვენგანისთვის დაიწერა, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ…

ოდნავ მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ცუდ დღეში არიან სასულიერო პირის შვილები, როცა ქონების და ძვირადღირებული ჯიპების გამო მევდლებს განიკითხავენ და მათ მშიბელს პურიც ვერ მიუტანია სახლში!…

ძალიან არ მინდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ უთქმელობაც მკლავს…

რატომ უნდა გამომიგზანოს ემიგრაციაში მყოფნა მეგობარმა გაზის გადასახადი, იმის გამო, რომ არ ჩაჭრან… როდემდე?!

მთელი ცხოვრება ხომ სხვისი ხელების შემყურე ვერ იქნები…

ვისი ბრალია, თუ ნიჭიერს, გონიერს, აზრიან ადამიანს ვერ გამოიყენებ და ვერ დაასაქმებ… ამით ხომ აბოროტებ მათ, ვისაც ყველა უნარი გააჩნია, მაგრამ მაინც ხელ-ფეხ შეკრულია…

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?!

როგორ შეიძლება არავინ დაინტერესდეს ამ გაუსაძლისი მდგომარეობით?!

არ ვარ მტერი, არა!.. ბუნებაში არ მაქვს მტრობა!..

არავის ვაგინებ, არავის ვლანძღავ, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, წინ და უკან ინფორმაციები არავისზე დამაქვს… ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას და შესაბამის ანაზღაურებას ვითხოვ…

ვითხოვ, რომ მღვდლის ოჯახიც და ეს ამდენი შვილიც ნორმალურ, ჯანსაღ, სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოში გაიზარდოს!..”

თეგები: პეტრე კოლხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved