• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უცხოელი პოლიტიკოსი არავის დაუნიშნია არც მეფისნაცვლებად საქართველოში და არც ცეკას მეორე მდივნებად” – სუბარი

ალია ავტორი - ალია
19:39 07-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების დროს, განაცხადა:

,,უკვე სხვა მოსამართლეებმაც დაიწყეს დადასტურება იმის, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ და სწორედ, ამიტომ გადაწყვიტეს რომ ისინიც არ წასულიყვნენ ამერიკაში, რადგან ლაშა ჩხიკვაძეს არ მისცეს ამერიკაში წასვლის უფლება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, არავის აქვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება. ერთადერთი, ვინც შეიძლება გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. თუ, ეს ვერ გადაწყდა, ამ შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სხვა ვერავინ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ და დაჟინებით, ველოდებით მკაფიო განმარტებას საელჩოსგან და პირადად ქალბატონი კელი დეგნანისგან – ჰქონდა თუ არა მსგავს ზეწოლას ადგილი, ჰქონდა თუ არა მსგავს „გასაუბრებას“ ადგილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და უკავშირდება თუ არა, ლაშა ჩხიკვაძისთვის ამერიკაში წასვლის უფლებაზე უარის თქმა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

,ამ ფონზე, კიდევ ერთი, ძალიან შემაშფოთებელი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარ მაიკლ გალერისგან, რომელიც პირდაპირ დავალებას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, რომ გადახედოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა შევახსენო მაიკლ გალერისაც და ნებისმიერ სხვა უცხოელ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტარი იქნება თუ სხვა ვინმე, რომ ისინი არავის არ დაუნიშნია არც მეფისნაცვლებად საქართველოში და არც ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც კრემლიდან ინიშნებოდნენ და ყველა გადაწყვეტილებას იღებდნენ. სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და მასში ჩარევის უფლება არავის არა აქვს და კეთილი ინებოს ბატონმა გალერმა და მოიქცეს ისე და გამოხატოს პატივისცემა ქართული სასამართლოს მიმართ, როგორსაც გამოხატავდა თავისი ქვეყნის სასამართლოს მიმართ. არა მგონია, რომ მან თავის მშობლიურ ქვეყანაში, გერმანიაში, მსგავსი რამ გაბედოს და გერმანიის სასამართლოს უკარნახოს რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეს არის დაუშვებელი. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ ვინმეს შეუძლია დღეს დისკრედიტაცია გაუკეთოს ქართველ ხალხში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ნდობას ესენი არიან, სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც ამდენის უფლებას აძლევენ თავის თავს. რაც ეს დაუშვებელი. ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის წევრები და ეს გზა გადის ქართველი ხალხის ნდობაზე და ქართველი ხალხის ნდობას სჭირდება დამსახურება.”

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved