• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უცხოელი კურიერი არ გვინდაო, –  ქართველ კურიერს უნდიხართ კი?” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
04:43 04-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
584
სოციალურ ქსელში, ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, კურიერი, წერს:
როცა ქართველს უცხოელი კურიერი არ გინდა , გიკითხავთ ქართველ კურიერს უნდა ქართველი მომხმარებელი?
სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ბათუმში,დღეში მინიმუმ 20 შეკვეთას ვაკეთებ, ამათგან 2 ან სამი თუ შემხვდება ქართველი, ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.
შევხედავ თუ არა რომ ქართველია – ყველა მოტივაცია და მოინდომება ქრება , ( წინასწარ , რადგან მაინც დამეკარგება ) პირველი რასაც ვაწყდები მოუწესრიგებლად უწერია მისამართი. ფარნავაზ მეფის 120 (მაგალითად)
და მორჩა , მიდიხარ კორპუსთან ,ურეკავ და გაბრაზებული გეუბნება რომ უნდა აუტანო, რა პრობლემა – კარიდან კარამდე კონტრაქტშიც წერია , მაგრამ უნდა დააზუსტო ( გამოგლიჯო ) ატანამდე რომელი სადარბაზოა, შემდეგ სადარბაზოს კოდი, შემდეგ ლიფტის კოდი. რა თქმა უნდა ყველა კითხვაზე გაბრაზებული და უკმაყოფილო პასუხია , გეგონება უნდა იცოდე ვიღაც გიორგი სად ცხოვრობს.
ხშირად იტყუება ლიფტის კოდს , იმიტომ რომ არა აქვს ან გადასახდელი აქვს და უმჯობესია შეამოწმო ( იმედი აქვს სხვას დაემგზავრები და სულ არ ადარდებს მეოცედან ღვთის ანაბარა თუ ჩამოხვალ) ბოლოს ადიხარ და ეძებ 11 ბინას თეთრი კარით, სადარბაზოში ჯერ კიდევ არ იჭერს მობი, 4-5 კარი გხვდება , ხშირად ყველა თეთრი და არც ერთს არ უწერია ბინის ნომერი. ( წვიმაში ყოველი წუთი გეწვის ,რადგან ტარიფია და ფულს კარგავ ) ბოლოს მობ ქსელი ბრუნდება და ურეკავ, შეწუხებული გეუბნება რომ გაგიღებს კარს, აქაც ზლაზვნით მოცოცდება კარებთან და უკმაყოფილო გართმევს შეკვეთას.
ათი ქართველიდან 2 გეტყვის მადლობას , ათიდან 3 მინთიფს გიტოვებს , ძირითადად 5 ან ათ თეთრს. ოციდან ერთი შეგხვდება რომ სადარბაზოშივე დაგხვდეს დროულად, ღიმილიანი მადლობა გადაგიხადოთ და რა შესაძლებლობაც აქვს ის გიფეშქაშოს.
უცხოელი კურიერი წამალია ნამდვილად ბევრისთვის, უწევს სირბილი წინდაუკან , ვერც აგნებს. ბოლოს გაცივებულ, გაყინულ საკვებს მიიღებს .
განსხვავება რა არის უცხოელსა და ქართველს შორის, ყველას ზუსტად უწერია მისამართი, ბინის ნომრით, კოდებით და აშ. ძირითადად ქვემოთ გვხვდება სადარბაზოსთან , გაღიმებული მადლობას გიხდის, ხშირად თიფს ხელზე გაძლევს.
ჩემს მაგალითს გეტყვით, ხშირად კორპუსზე ვცნობ რომ ქართველია, თავს ვიკავებ აღებისგან – სხვის შრომას პატივისცემა უნდა და არა უკმეხად ზემოდან ყურება, იყვირეთ ახლა მხოლოდ ქართველი კურიერი გვინდაო, არ მჯერა პატრიოტობის გამო იკლავდეთ თავს ან ქართველი კურიერების მიმართ სოლიდარობა ამოძრავებს ვინმეს , ისევ მის კომფორტზე ფიქრობს, და აი ამ ხალხს მინდა ვკითხო – ოდესმე დაფიქრებულხართ ქართველ კურიერს უნდიხარ კი?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved