• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უცხო მიწაზე, ქუჩაში ხმამაღლა ვღრიალებდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი… 6200 ოჯახის ლოცვა ცხოვრების გზაზე წამოგეწევათ აუცილებლად” – ემიგრანტის წერილი

ალია ავტორი - ალია
13:11 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

“ცენტრ პოინტის (dexus, center point ) მიერ დაზარალებულ კლიენტთა ჯგუფი“-ში, უამრავი წერილი იწერება, ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, ათავსებენ სამადლობელო წერილებს. გთავაზობთ, ემიგრანტის წერილს, რომელიც ჯგუფში ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

ლალი ჟუჟუნაშვილი:

“#ღრმაღელე#

ძალიან ღრმად ვიყავით ჩაფლულები მგონი ამოვიწიეთ და დღის სინათლე დავინახეთ

ემიგრაციაში უცხო მიწაზე ქუჩაში ხმამაღლა ვღრიალებდი რეესტრის ამონაწერი რომ დაიდო და ხელებ აწეული ღმერთს მადლობას ვწირავდი. ჩემს მეგობარს ვუყვიროდი ტელეფონში მომილოცე გვეშველააააააა (გამვლელი ხალხი გაოცებული მიყურებდა მათთვის გაუგებარ ენაზე რას ვღრიალებდი )

ის იმედი რომელიც აღარ არსებობდა ორი წლის წინ დამიბრუნდა მაგრამ იყო უამრავი უნდობლობა, უამრავი კითხვის ნიშანი, შორიდან სიტუაციის მცდარი და არამცდარი შეფასებები.

დღეს ბედნიერი ვარ იმის ფიქრით რომ ემიგრაციაში ყოფნის წლები შემიმცირდა და ჩემს მონატრებულ შვილებს და შვილიშვილებს იმაზე ადრე ჩავეხუტები ვიდრე ვფიქრობდი

ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე სამადლობელი სიტყვით რომ გამოდიან ისე უნდა დავიწყო მეც

Tamar Pirtskhalaishvili შენ პირველ რიგში მადლობა რომ არა შენი თავდაუზოგავი ბრძოლა და ყველა საინიციატივოს გოგოების ერთობლივი შემართება ამ ეტაპამდე ვერ მოვიდოდით., თქვენ აკეთეთ ჩვენი საქმეც, ჩვენგან დაუსწრებლად

მარიამ მარიკა მადლობა იმ შეუპოვრობისთვის და მიუხედავად ძალიან დიდი შეურაცხმყოფელი სიტყვებისა საქმეს ბოლომდე მიყევით და ბოდიშსაც მოგიხდით ბოლომდე რომ არ გენდობოდით

მადლობა #კახიკალაძეს და #ილიაელოშვილს# 6200 ოჯახის ლოცვაც სადღაც ცხოვრების გზაზე წამოგეწევათ აუცილებლად

ჩვენს დეველოპერებს კი ვუსურვებ დათქმულ ვადებში აშენებული და დამშვენებული ბინების სადარბაზოებთან წითელი ლენტის ზარზეიმით გადაჭრას

(რაღაც მომენტებში ისევ მიპყრობს შიში ვაი და ისევ რაღაც მოხდეს, ისევ ვერ დასრულდეს) და ამ დროს ჩემს თავს ველაპარაკები და ვაჯერებ — აშენდება ლალი

აშენდება და ამ ტანჯვასაც ბოლო მოეღება

ამის შემდეგ ამ გვერდზე მინდა ვხედავდე მხოლოდ ყველა ობიექტის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას და გამოვხატავდეთ მარტო სიხარულს”

კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებზე: 6000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის და წვალების პერიოდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved