• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უსინდისო ტყუილია” – რას წერს ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
11:30 08-21-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
846

“ბევრი სხვადასხვანაირი მიზეზის გამო არ ვპასუხობ ხოლმე ჭუჭყზე. ხან ვხედავ რომ მეც ამოვიგანგლები და არ მინდა ხოლმე ეგრე დაბლა დაშვება, ხან მგონია რომ ვინც ასეთ ბოდვას დაიჯერებს, იმათ მაინც ვერაფერს გავაგებინებ ახსნით, ხან იმდენია ხოლმე საპასუხო რომ ყველა მონაჩმახზე პასუხის გაცემას დრო სჭირდება და ეს დრო მენანება. ბოლო წლებია ამ მიზეზებს კიდევ ერთი დაემატა – რაღაცებს ვერ ვამბობ, რადგან ამით შეიძლება ვიღაცა ან ვიღაცები, რომლებმაც რაღაცა გაიღეს რეჟიმთან ბრძოლაში, შეიძლება შარში ან დამატებით შარში გავხვიო.
გუშინ საღამოს რადიო თავისუფლებამ დადო მოკლე საგამოძიებო ვიდეო იმის თაობაზე როგორ დაუყადაღეს ყველაფერი ნიკა გილაურს და შპს-ზე არსებული დავის ფარგლებში როგორ გაუყიდეს აუქციონზე პირადი ქონება (სახლი).
რამდენიმე რამის თქმა მინდა იმ სამარცხვინო ჭორების საპასუხოდ, რომლებსაც დღეებია ვკითხულობ. ნიკა გილაურს არ ვიცნობ ახლოს, ის არ ყოფილა ჩემი მეგობარი, მე მასთან არასოდეს მიმუშავია. ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლება წლების განმავლობაში სულ რამდენიმე შეხვედრით, რომელთა უმეტესობაც იმაზე კამათში გავატარეთ რაში უნდა ერეოდეს სახელმწიფო და რაში არა, საჭიროა თუ არა ინფლაცია ან როგორი უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკა. რამდენჯერმე დამხმარებია ფინანსურად, მათ შორის კოალიციის შექმნამდეც, ისე როგორც ბევრი სხვა ადამიანი დამხმარებია და მეხმარება ახლაც. არასოდეს რაიმე ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ არ გვქონია. ჩემს წარმოდგენაში ის არის იშვიათი უნარების ადამიანი, რომელმაც ზეპირად იცის პეკინიდან თბილისამდე სად რა მარხია მიწაში, რა ფასში და რა გზებით შეიძლება ამ ყველაფრის თბილისამდე მოტანა, ისევე როგორც თბილისიდან ლოს ანჟელესამდე ამ დამარხულიდან ვის რა აინტერესებს და რაში რამდენის გადამხდელია. თუ გაინტერესებს, ამაზე შეუძლია საათობით გელაპარაკოს. ასევე, მზის სათვალეს თუ გაიკეთებ და იტყვი ალონზო მოზლი, ხარხარით წამოხტება და იყვირებს FBI, ალონზო მოზლი!
სულ ეს ვიცი მასზე
ახლა ტყუილების კასკადზე:
1. უსინდისო ტყუილია რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია. ახალი შეიქმნა გილაურის გამოჩენამდე და მე და ლაკას შესაძლო კოალიციაზე კომუნიკაცია და ურთიერთობა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან, როგორც პარტია ახალის თანათავმჯდომარეებთან გვქონდა გილაურის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე.
2. უსინდისო ტყუილია რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა. არც ათობით მილიონი ყოფილა და არც გილაური ყოფილა რესურსის ერთადერთი წყარო კოალიციისთვის.
3. უსინდისო ტყუილია (მე ვიტყოდი ნაბი***ობა) რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას (ესაა მთავარი ტყუილი, რომლისთვისაც სხვა ტყუილები გახდა საჭირო). ამის ნაბი***ული გაგრძელებაა რომ თითქოს ციხეში იმიტომ ჩაგვსვეს რომ გილაურს არ დავუჯერეთ და ამით ირიბად ბიძინა გადავაგდეთ.
4. უსინდისო ტყუილია რომ გილაური არჩევნების შემდეგ გაქრა. გილაური, თავის მეგობრებთან ერთად, მთელი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი იდგა რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ. ის საჯაროდ აკრიტიკებდა რეჟიმს. მან გააკეთა ფონდი, რომელიც ბევრს დაეხმარა, მანამ სანამ იმას დამართებდნენ რაც რადიო თავისუფლების ფილმშია.
ვიღაცა შეიძლება მეტს ელოდა ან მეტს ელოდეს მისგან, მაგრამ ეგ არაა აქ განხილვის საგანი. მხოლოდ ტყუილები.
და ბოლოს: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო. ვიღაცეებს, ვინც სხვებს მოუწოდებს საჯაროდ პარტიულობაზე მაღლა დადგომისკენ, დღემდე ყელში აქვს გაჩხერილი არა მხოლოდ ის რომ ჩვენმა კოალიციამ სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა იმ ვითომ არჩევნებზე (მართლა რა დროს ესაა ეს დედააფეთქებული?!), არამედ ისიც რომ ის ერთადერთია წინასაარჩევნო კოალიციებიდან რომელიც არ დაიშალა დღემდე.“ – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved