• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უფასო ფული დაარიგა, აბა, რა ქნა – ხუნდაძეს 1 ლარად მისცა 100 000–ანი ქონება” – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:39 10-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,160

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოქმედი ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა და თქვა:

 

“12 წლის წინ ყველას ყელში გვქონდა ამოსული ის ძალადობა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. არ გვინდოდა, იმ ჩაგვრას შევგუებოდით და მაშინ გამოჩნდა ის კაცი. გამოჩნდა და მხსნელი გვეგონა. უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შე ოხერო, კითხვა როგორ ვერ დასვი, ფული და უფასო ვის გაუგიაო?!. ას ქარხანას ვუკარი მხურვალედ ტაში, ხუთი მილიონი თითო სოფელსო და მაგასაც ვუკარი ტაში… სოლარიუმი თითო სოფელსო – მაგაზეც რამ მაკვრევინა ტაში, მაგრამ დაკრული მაქვს და… „ცოდვა გამხელილი ჯობიაო”…

სამჯერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, სამჯერვე მოგვატყუა. ყველაფერი ჰქონდა, რომ შეესრულებინა, აბსოლუტური ძალაუფლება და შესაძლებლობა, ყველა სოფელში “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლებაში. რატომ არ შეასრულა, იცით? არ ვადარდებთ და იმიტომ, ადამიანებად არ მივაჩნივართ, ელექტორალური რესურსი ვართ. ესეც არ გვაკმარა, იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოშიო. შეურაცხყოფას გვაყენებს. დაცლილია სოფლები, გული გაგისკდება, რომ შეხედო ეკალ-ბარდებად ქცეულ ეზოებს, ჩამტვრეულ შუშებს, ჩამონგრეულ სახლებს. ნახევარი საქართველო გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად, სხვების მოხუცების მოსავლელად. ამის ფონზე იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გვატყუებს, ყველა დავასაქმეო, 700 ქარხანა მუშაობსო, უფასო ფულიც დავარიგეო. დაარიგა, აბა რა ქნა – ხუნდაძე რომ ჰყავს, 1 ლარად მისცა ასი ათასიანი ქონება, უფასოა მისთვის, აბა რა არის.

ესეც არ გვაკმარა, გორში, დაბომბილ და აწიოკებულ ქალაქში დადგა და ჩვენი ქვეყნის მტრებს, ხალხი რომ სახლებიდან გამოგვიყარა და დაგვიხოცა, იმ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ქვეყანას პერსპექტივას უსპობს და ერთადერთი გაახარა რუსები იმიტომ, რომ მათ უქიცინებს კუდს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved