• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა შევწყვიტოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი” – “ნეიტრალები” “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
20:12 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,425
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი:
“ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც − გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას.
დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს.
თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას, აგენტურის მმართველობას და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას − გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? გაქვთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო შეუერთდა ევროკავშირს? მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლებში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას ჰგავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას − ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved