• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უნდა მოვერიოთ სიკვდილის შიშს…“ – კვიპროსის ეკლესია კორონავირუსთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
16:02 03-19-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

კვიპროსის ეკლესია, სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით, მიტროპოლიტ ათანასეს საკვირაო ქადაგებიდან, ამონარიდს აქვეყნებს:

„ტაძრები არ დაიკეტება, ღია იქნება. ლიტურღია იქნება ყოველთვის, არ შეჩერდება და ყველა მსურველს, ვინც რწმენით მოვა, შეუძლია, მიიღოს მასში მონაწილეობა (ეზიაროს).

ჩვენ არ გავჩერდებით, პირიქით. ზოგმა შეიძლება თქვას: ამ დროს ეკლესიაში მისვლით ხომ შესაძლოა, ცუდად გავხდეთ? შესაძლებელია, რომ ცუდად გავხდეთ. ვინ ამბობს, რომ ჩვენ ცუდად არ გავხდებით და არ გარდავიცვლებით? ყველა გარდავიცვლებით, ყველანი მოკვდავები ვართ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიკვდილი. და ზუსტად ამ დროს უნდა ვნატრობდეთ, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენთვის გარდაცვალება. და სწორედ ასეთ დროსაა მთავარი, ტაძარში ვიყოთ და არა – განვეშოროთ.

არავის შეგეშინდეთ ხორციელი სიკვდილისა, რადგან მთავარია სულიერად არ დავიხოცოთ.

ჩვენ წინ გველოდება დაუსრულებელი სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლისთვის უნდა ვიყოთ მზად, უნდა გვახსოვდეს მარადიული სიცოცხლე. აქ, დედამიწაზე, ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა ვიყოთ ძლიერნი. სიკვდილი დამარცხდა, სიკვდილი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უკვდავება.

უნდა მოვერიოთ სიკვდილის შიშს, მთავარი ქრისტეა, რომელიც ცოცხალი, უკვდავი და მარადიულია. მთავარია, მისდამი რწმენით ვიდგეთ. ტაძარი ღია იქნება სულ, ლიტურღია აღევლინება სულ (ყოველ დღე).

შეიყვარეთ ქრისტე და არასდროს არაფრის შეგეშინდებათ. მთავარია, ის გყავდეთ გულში. ტრაგედია, ქრისტეს გარეშე ცხოვრებაა, ტრაგედია მისი ეკლესიის გარეშე ყოფნაა. ადამიანი შეიძლება, გადარჩეს ქრისტესთან ყოფნით. ყოველთვის მოვუხმოთ იესო ქრისტეს სახელს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს და წმინდა მამებს, რათა მუდამ გულში გვყავდეს ისინი…

მადლობას ვუხდი კვიპროსის ხელისუფლებას, რომ მიმართავს ყველანაირ ღონეს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, მაგრამ მთავარი ჩვენი რწმენაა. ამ დროს, მთავარი, ღმერთის ძიებაა – უნდა მოვუმატოთ და გავაძლიეროთ ჩვენი უმთავრესი საქმე – ლოცვა. როდესაც გულმხურვალედ ვლოცულობთ, ყველაფერი იკურნება. აქედან გამომდინარე, უნდა ვილოცოთ ყველასთვის – მხოლოდ ასე გავუმკლავდებით ამ პრობლემას“ – ამონარიდი მიტროპოლიტ ათანასეს საკვირაო ქადაგებიდან (15.03.2020).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved