ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს:
უნდა გავიდნენ პარტიები, მომდევნო – ნებისმიერ (ანუ თუნდაც უსამართლო) არჩევნებზე თუ არა? (IMHO):
მოკლე პასუხი ასეთია: არსებული, მთელი ქვეყნის მოსახლეობაში (და არა მხოლოდ თბილისში და ისიც ვაკეში) – მასიურ პოპულარობა ვერ-მოხვეჭილი პარტიები – გინდა გავიდნენ, გინდა ბოიკოტი აცხადონ.გასვლას და გამარჯვებას – სჭირდება, ამ ეტაპზე, უბრალოდ არაამქვეყნიური პოპულარობა (და არა 4%-იანი პარტიობა და ხვეწნა “ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და ბიძინას წინააღმდეგ მოგვეცით ხმაო“)და არ გასვლას – და ბოიკოტზე ისე კაპიტალიზებას – რო რეჟიმი სასაცილო არარაობად გახადო – არ მონაწილეობით, – სჭირდება კიდევ უფრო მეტი პოპულარობა.ამიტო – თუ ვინმე ისეთი პოპულარული გამოჩნდება, რო ყველას ეცოდინება – რო მთელი ქვეყანა მაგას უჭერს მხარს (და ვერ მოასწრებენ მოკლან/დაიჭირონ და ვერ გააშავებენ) – კითხვა “უნდა შევიდეთ თუ არა უსამართლო არჩევნებშიც კი?“ – აღარ დაგებადებათ საერთოდ, რასაც ის გადაწყვეტს, ისე იქნება.და აქედან, ახლა, ერთადერთი შანსი – ამ “ჩვენ არ ვვარგივართ, მარა ბიძინა ხო უფრო ცუდია“ ოპოზიციის პირობებში – ერთადერთი შანსია – ბიძინას ისე აერიოს ცხოვრება (საერთაშორისო თუ საშინაო ამბების გამო), რო სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. მანდაც პასუხი ნათელია – რო ყველა გავა არჩევნებზე – თუ კანონმდებლობას და rallback-ებს არ გააყალბებს ანუ.სინამდვილეში – დაღუპულები ვართ ჩვენ უკვე, თუ ეს ბრძოლა და ქოცების ცუდობის შავით თეთრზე ნათლად გამოჩენა – არ დაბადებს ერთ, ვერ-გაშავებად, არც-ქოც-არც -ნაც, ცნობილ, ჭკვიან, ლამაზ, ჯიგარ, ძლიერ, უშიშარ, ქრისტიან, ლიბერალ, ოჯახის სიწმინდ-ფემინისტ, ჭრელო-პეპელა-ნურც-გაფრინდები-ნურც-მოფრინდები – ლიდერს.ეგრეა – 2024-ში ჯერ კიდევ იყო შანსი ბიძინას “ცოტა ნორმალური არჩევნები“ წაეგო – ჯამში, ბევრ პარტიასთან, და ნამდვილი საპარლამენტო რესპუბლიკა გავმხდარიყავით.ბიძინამაც იცოდა ეგ – ამიტომ ეპიკურად გააყალბა, ამჯერად.გადავეშვით შემდგარ ავტორიტარიზმში – მიმავალში დიქტატურისკენ.მას მერე აუკრძალა ხმის მიცემა ემიგრანტებს, გაართულა დაკვირვება, ჩააბეტონა მაფია – სამართალდამცავებში. ქვეყანაში დათესა შიში. ზოგი გარბის ემიგრაციაში, ზოგი შიდა ემიგრაციაში იკეტავს თავს და ეგუება დაშინებულ ცხოვრებას.ეს ყველაფერი – ზუსტად იმისთვის გააკეთა – რო ვეღარანაირმა “მრავალ-ფერმა პარტიებმა“ – ფეხები ვეღარ მოჭამონ. მორჩა ეგ ოცნებები.ავტორიტარიზმს ამარცხებს მხოლოდ – სხვა ავტორიტეტი. მეტი შანსი აღარაა. თუ ვინმე ეგეთი პოპულარული გამოჩნდება – დამიჯერეთ კითხვები აღარ გექნებათ – არჩევნები, ბოიკოტი, თუ საერთოდ რევოლუცია. როგორც იტყვის – ისე გაყვება უმრავლესობა და ისე მოიგებს.ეგეც იცის ბიძინამ – და თუნდაც მაგის პრევენციაა – რო ვისაც ბოლო 8 წელი ევროპულ NGO-ებთან ქონია შეხება – პარტიაში ვეღარ შევიდესო (თვითონ ქოცები ვერ გაჩნდებოდნენ მასე, თავის დროზე). პლიუს დაშინება, პლიუს დაჭერა, პლიუს მოკლავენ ბოლოს ალბათ?შედეგად ესაა სუ რაც ხდება – ველოდებით ან რამე კატასტროფას, რასაც ქოცები თვითონ დამართებენ თავის თავს – იმიტო რო კომპეტენტური ხალხი გაექცათ. ან “არაამქვეყნიურად პოპულარულ“ ლიდერს.ან არადა ქვეყნის ნელ სიკვდილს ვუყურებთ ყველა. ესეც მილიონჯერ მომხდარა.
2026.07.08











კომენტარები