• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა დავტოვოთ ქვეყანა და რუსებს და ბელორუსებს დავუთმოთ? გესმით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?”– ვანო კანდელაკი

ალია ავტორი - ალია
17:05 06-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,057
რესტორატორი, ვანო კანდელაკი:
ახლა ვმგზავრობ მატარებლით თბილისიდან ბათუმისკენ და მხოლოდ რუსულად მოსაუბრე ხალხია ჩემს გარშემო (ყოველ შემთხვევაში, ბიზნეს კლასში ასეა და სხვაგან რა ხდება არ ვიცი) … თუ რაიმეს კითხვა სურთ ინგლისურად მომმართავენ, თუმცა რუსული აქცენტით, რითაც ძალიან მარტივია მათი წარმომავლობის დადგენა!
ახლა რატომ ვწერ ამ პოსტს?!
გუშინ დამირეკა ჩემი ბინის მეპატრონემ და მითხრა:
– რა ვქნა, ძალიან კი მერიდება შენიო (მთელი პანდემიის პერიოდში პირნათლად ვუხდიდი ქირას დაგვიანების გარეშე), მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს და 1 აგვისტოდან კიდევ უნდა გაგიზარდო ქირა, ვინაიდან რუსების და ბელორუსების ნაკადი არ წყდებაო ქალაქში და ეს კი ჩემი ერთადერთი შემოსავალიაო…
მაგრამ ამას ფასის გაზრდა აღარ ჰქვია, როდესაც 300$-ნი ბინა ჯერ 400$ გახადა და ახლა 1 აგვისტოდან 700$-ად აპირებს გააქირაოს …. ანუ 2,100 ლარად თვეში ხალხო ….
თქვენ გესმით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში???
საქართველოს მთავრობა თქვენ საერთოდ ამ ქვეყანაში ხართ კვლავ????
IDFI-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად წინა თვეში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16 669, რუსეთის 43 152 და ბელარუსის 19 898 მოქალაქე!
ამას ეძახით 2 ნიშნა ეკონომიკურ ზრდას?? ანუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავტოვოთ ქვეყანა და რუსებს და ბელორუსებს დავუთმოთ❓️❓️❓️
აბა ომი გინდათ ხალხო⁉️
დიახ‼️ თუკი ესაა არჩევანი – დაკარგო შენი სახლი, შენი ქვეყანა – მაშინ ომი გვინდა ‼️ აბა, რა აზრი აქვს ან ასეთ მშვიდობას? ან რა აზრი აქვს ასეთ ყოფას?
თან რეკომენდაცია მომცა ჩემმა ბინის მეპატრონემ… გარე უბნებში შეგიძლია მაგ ფასად (ანუ 300$-ად) იქირავოო… ალბათ ესეც დროებით, წლის ბოლომდე, იმიტომ რომ თუკი ასეთი ტემპით განაგრძეს რუსებმა და ბელორუსებმა აქ ჩამოსახლება და ჩვენი წამოდუღებული ეკონომიკა მთლად გადაადუღეს შემდეგი რეკომენდაცია იქნება მიბრძანდით ბატონო თბილისიდან სხვა ქალაქებში და ბოლოს მიბრძანდით საერთოდ ამ ქვეყნიდან თუკი არ მოგწონთ …
კეთილი ბატონო!
მე წავალ! საერთოდ წავალ ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი შვილებიც წავიყვანო – უპერსპექტივობის, მინიმუმ იმედის უქონლობის გამო….
30 წელია ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან …. იღებენ ვალებს, ინგრევა ოჯახები, და ემიგრაციაში მშობლები შვილების და შვილები მშობლების მონატრებით ცხოვრობენ! და მიუხედავად ამისა, მაინც მიდიან. ეს არ გახლავთ ის შემთხვევა – ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარედ გარბოდაო…. მიმუშავია ევროპაშიც და ამერიკაშიც და 2006 წელს სამშობლოში დავბრუნდი ახალი იმედებით! მაგრამ რისთვის? რატომ? საქართველოში შეიქმნა მახინჯი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ადამიანს აიძულებს იზრუნოს მხოლოდ საკვებზე და მთელი ცხოვრება ემსახუროს კრედიტებს.
მშვენივრად ვიცი რა სტრესის, ტრავმების და სირთულეების გადატანა მომიწევს სხვაგან. მაგრამ მაინც წავალ და იცით რატომ? იმიტომ რომ თუკი მე არ მეღირსა 30 წლის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში ჩემი შრომით და ცოდნით ვიმუშაო და ვიცხოვრო ნორმალურად, როგორც საშუალო ფენის წარმომადგენელმა, მაშინ მაქვს იმედი რომ ამ შესალებლობას შევუქმნი ჩემს შვილებს მაინც ‼️
თქვენ კი იდუღეთ და ითუხთუხეთ რუსებთან და ბელორუსებთან ერთად (მთავრობას მივმართავ), მანამ სანამ არ მიგეწვებათ ეგ წამოდუღებული ეკონომიკა ‼️“
თეგები: ვანო კანდელაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved