• რეკლამა
  • კონტაქტი
10:36, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უმიზეზოდ გააჩერეს და დედის თვალწინ დახვრიტეს 29 წლის არქიტექტორი” – ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
22:19 08-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
730

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:

“იმ საზარელ წლებში, როცა სამეგრელო ჩვეულებრივი სასაკლაო იყო, როცა მსხვერპლს მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა,  ზუგდიდის ცენტრში, კინოს წინ, დედის თვალწინ დახვრიტეს 29 წლის არქიტექტორი გოჩა ჯიქია.
აი ასე, უმიზეზოდ, ქუჩაში მიმავალი დედა-შვილი გააჩერეს, წვერიანი ახალგაზრდა მიიჩნიეს, რომ “ზვიადისტი” იყო, რაც საკმარისი მიზეზი იყო ადამიანის ფიზიკური განადგურებისთვის და მოკლეს.
ეს ამბავი, ისევე,როგორც სამეგრელოში მომხდარი სხვა ტრაგედია, იცოდა ყველამ, ვისაც თავის ქვეყანა ედარდებოდა…
ყველამ იცოდა გაუბედურებული დედის სიტყვები-ეს ერთი მყავს და არ გამიმეტოთო..
ქ-ონ თამარს ყველა სცნობდა სახეზე, სულ შვილის გადიდებული ფოტოთი დადიოდა და მკვლელების დასჯას ითხოვდა.სათითაოდ გამოიძია გვარ-სახელები, ბანდფორმირების დანაყოფის წარმომავლობა და ზუსტად იცოდა, რომ მკვლელები გვარდიის წევრები იყვნენ. (ერთ-ერთის გვარიც მახსოვს, გიორგაძე)
გავიდა ხანი…

მხედრიონმა, გვარდიამ, ყველა ფერის არწივის სამხეცემ ერთად რომ გადაუარა სამეგრელოს, მოხდა ისე, რომ მოსახლეობამ იარაღი აიღო ხელში, კაცები საკუთარი სიცოცხლით იცავდნენ ოჯახებს და სწორედ მაშინ, მძევლად აიყვანეს გია ყარყარაშვილი, ხაინდრავა, ფიფია და სხვა მინისტრები.. (კადრები არის და შეგიძლიათ ნახოთ). მიიყვანეს ერთ-ერთ ოჯახში.იქ მძიმე საუბარი შედგა (ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა), მაგრამ ტყვეებს გამოკვება და მოსვენება სჭირდებოდათ. გაიშალა ტრადიციული მეგრული სუფრა, სადაც მძიმე საკითხებზე საუბარი აღარავის გაუგრძელებია. ტყვეებს გაუმზადეს საწოლები და დილით, როცა კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება მოხდა, ყარყარაშვილი ოჯახის დიასახლისთან მივიდა და გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადა. დიასახლისმა კედელზე ჩამოკიდებული ფოტოსკენ მიუთითა და უთხრა – მე შენი გვარდიელების მიერ მოკლული გოჩა ჯიქიას დედა ვარ, ვისითაც ამ სახლს უნდა ეხარა, იმ მოკლული ბიჭის სახლში ხართ და გემუდარებით, ჩემი შვილი იყოს უკანასკნელი მსხვერპლიო…
არ ვიცი, რამ გამახსენა ეს ამბავი.
გამახსენდა და მოგიყევით. თქვენც გახსოვდეთ და სხვებსაც მოუყევით.”

თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved