პოლტავას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ლუნინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა პოლტავას ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოლტავას თავზე მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმას. დიდება უკრაინას”. – წერს დმიტრი ლუნინი.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
კომენტარები