ნატოს გენერალური მდივანი, სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამოეხმაურა ინფორმაციას უკრაინის საზღვრიდან რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილას დაბრუნების თაობაზე და განაცხადა:
„ამჟამად ჩვენ არ გვინახავს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედროების შემცირების ნიშნები. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ თვალყურის დევნებას და ყურადღებით დავაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი.”
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო წვრთნების დასრულების მოახლოების პარალელურად სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დასაბრუნებლად ემზადებიან.
კომენტარები