NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინელების კოტრშეტევაზე :
“ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზაში შედის. უკრაინის ჯარებმა შეძლეს მოსკოვის თავდასხმის შეჩერება დონბასში, რუსებისთვის ზურგში დარტყმა და ტერიტორიების დაბრუნება. მხოლოდ უკანასკნელ დღეებში, ჩვენ ვიხილეთ დამატებით პროგრესი სამხრეთში, ხერსონსა და აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონში. ეს აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, შესაძლებლობებსა და სიმტკიცეს და ეს აჩვენებს, რომ ჩვენს დახმარებას ყოველდღიურად მოაქვს ცვლილებები ბრძოლის ველზე.”
შეგახსენებთ, ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკისისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას შეძლებს.
კომენტარები