,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე
ლიმანის შვერილი ლიკვიდირებულია. უკრაინელებმა, წარმატებული ოპერაცია, 100 კვ. კმ. ტერიტორიის დაბრუნებით დაასრულეს. ფრონტის ხაზის კონფიგურაცია ერთი წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. რუსების ერთწლიანი მცდელობა, ასეულ ათასობით ჯარისკაცის მსხვერპლი წყალში ჩაიყარა. ერთი თვის წინ ამერიკელებმა პუტინს გზავნილი გაუგზავნეს, სახმელეთო ოპერაციებში წარმატების მიღწევის რესურსი ამოგეწურათო, ერთი თვის თავზე უკრაინელებმა პრაქტიკულად დაამტკიცეს, რომ რუსეთს არათუ შეტევის, არამედ არსებული მიღწევის შენარჩუნების შანსიც უნულდებათ. წინ მძიმე თვეებია, მაგრამ რუსეთისთვის მძიმესთან ერთად საბედისწეროც.











კომენტარები