აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტის დროს იქ მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა უკრაინელი ხალხის სიმამაცეს გაუსვა ხაზი.
“უკრაინელები ხერხემლიანი ხალხია. ისინი ძალიან გამბედავები არიან. შეხედეთ როგორ უდგებიან წინ. ქალები, ახალგაზრდები წყეულ ტანკებს, უბრალოდ ამბობენ, რომ არ მივდივარ, ვრჩები იქ, სადაც ვარ. ისინი გასაოცრები არიან.
სასწორზე მხოლოდ დღევანდელი დღე და მასობრივი ხოცვის შეჩერება არ არის, ახლა სასწორზეა ისიც, რამდენად თავისუფლები იქნებიან თქვენი შვილები და შვილიშვილები”. – თქვა ბაიდენმა
კომენტარები