• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინას ესაჭიროება ძალები და საშუალებები ამ ბომბების, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
13:15 06-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

უკრაინაში ომი გრძელდება – ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 56, მათ შორის სამი ბავშვია. მართვადი საჰაერო ბომბი 5-სართულიან კორპუსს დაეჯახა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ხარკოვის ოლქში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება თითქმის 17 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოკუპანტების სამიზნე გახდა კიევიც.

“მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან რუსებმა გამოიყენეს 2400-ზე მეტი მართვადი ბომბი უკრაინაში, მათ შორის დაახლოებით 700 ხარკოვის რეგიონში, ჩვენს პოზიციებზე. ასევე განხორციელდა რუსეთის დარტყმები დონეცკის რეგიონში, ჩვენს სხვა ფრონტზე და სასაზღვრო რეგიონებში. ხარკოვში რუსული ავიაბომბის ადგილზე ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

ქალაქში ოთხი კონტროლირებადი ბომბი ჩამოვარდა – ერთმა ბომბმა გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტოსადგურზე. ამ დროისთვის ქალაქში 40-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი, ყველამ მიიღო საჭირო დახმარება.

დღევანდელი დარტყმების შედეგად, ხარკოვში სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინას ესაჭიროება ძალები და საშუალებები ამ ბომბების, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად.

მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის იმ მტკიცე გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც დაგვეხმარა ხარკოვის რეგიონის საზღვრისპირა ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციაში, მადლობელი ვართ დამტკიცებული პაკეტებისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისინი სრულად ბრძოლის ველზე და ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით [აშშ-ის] პრეზიდენტთან [ჯო] ბაიდენთან, უნდა განხორციელდეს,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved