რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა.
ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტით, სანქცირებული არიან „მაშა და დათვის“ ავტორი სტუდია „ანიმაკკორდი“, მისი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, სერიალის თანაავტორი და ანიმაციურ ფილმზე უფლების მფლობელი.
სანქციები ნიშნავს ამ პირებისთვის უკრაინაში ჩასვლისა და ფინანსური ოპერაციების და მათთან საქმიანი კონტაქტების აკრძალვას.











კომენტარები