• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკიდურესად სისხლისმღვრელი ბრძოლები იქნება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:31 11-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,228

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

პუტინი გამოვიდა: ან უკრაინა თავისი ნებით დატოვებს ტერიტორიებს, ან ძალით გავაკეთებ ამასო. ახსენა სიტყვა ნოვოროსიაც, რომელიც რუსულ ისტორიულ-პოლიტიკურ პროექტში მთელი სამხრეთი და აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილია. ამ პროექტის მხარდაჭერა მან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო პროპაგანდისტებისა და ლოკალური სამხედროების პირით.

ამასთან, პუტინმა სიცილით თქვა, არ ვაპირებ ევროპაზე თავდასხმასო. თითქოს ან უკრაინა ან საქართველო ან მოლდოვა ევროპა არ იყოს, ან ბალტიისპირეთს არ ემუქრებოდეს ან/და ჰიბრიდულ ომს არ აწარმოებდეს მათ წინააღდეგ – თავდასხმებს ლოჯისტიკაზე, საწყობებზე, საწარმოებზე, ადამიანებზე, კაბელებზე, გამალებული კიბერთავდასხმები და რუსულენოვანი და პრო-რუსული ძალების მილიტარიზაცია ბალტიასა და ბალკანეთში, ღია მუქარები ფინეთის წინააღმდეგ და დრონების გამოჩენა პოლონეთის თავზე. მაგრამ მთავარი არაა ეს. მთავარია ის რწმენა, რომელიც მას აქვს, რომ ის ომს იგებს და რომ მას ეს ომები ხელს აძლევს. ესაა ყველაზე საშიში. მან თავის გამოსვლაში ისიც დაამატა, რომ ზოგიერთი პუნქტი სასაცილოა და რომ უკრაინის ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მან ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა და დაამატა, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

ყოფილი სამხედრო, ბრიტანელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი მაიკ მარტინი თავის სამხედრო სასწავლო წიგნში წერს, რომ ომში სახელმწიფოები მხოლოდ ბრძოლის ველზე კი არა პირველ რიგში ადამიანების ტვინებში მარცხდებიან, როდესაც დაიჯერებენ, რომ ომის მოგება აღარ შეიძლება, სამხედროები და პოლიტიკოსები ერთდროულად ყრიან ხმალს. სანამ ეს პირობა არ დადგება მანამდე გაგრძელდება ომი. ესაა მაიკ მარტინის დასკვნა ყველა ომზე, რომელიც ჩვეულებრივ ვრცელდება ამ ომზეც.

რაც მთავარია, რიჩარდ ნიქსონი ამბობს, თავის ცნობილ ინტერვიუში რუსეთის შესახებ, რომ კრემლი მხოლოდ მაშინ იწყებს მოლაპარაკებებს, როდესაც მას აწყობს და მხოლოდ მანამ ინარჩუნებს შეთანხმებას, სანამ მას აძლევს ხელსო. პრუსიული მიდგომა კი ასეთი იყო: რუსეთთან დადებულ შეთანხმებას იგივე ფასი აქვს, რაც იმ ქაღალდს, რომელზეც ეს შეთანხმებაა დაწერილიო. ზუსტად იგივე რეალობაა ახლაც.

პუტინი მოლაპარაკებების იმიტაციას აკეთებს და ცდილობს როგორმე კვლავ უკრაინელებს დააბრალოს მოლაპარაკებების წარუმატებლობის ბედი. არადა მისი განცხადებებიდან სრულიად ნათელია, რომ იგი ტოტალურ ომზეა გადასული. ცხადია, რომ ეს ზამთარი და შემდგომი თვეები უკიდურესად სისხლისმღვრელი ბრძოლები იქნება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved