• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უჯრედები გაატოკეთ, მართლა რომ ნაცების მობრუნება ჰქონდეს მიზნად დასახული, აქამდე ეყოლებოდით წაღმა-უკუღმა გადახნული” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:37 09-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

“ჩვენს ხელისუფლებას და მის პროპაგანდისტებს რომ ჰკითხო, ეს გლობალური ომის პარტია ამერიკას და ევროპას ხომ თავის ჭკუაზე ატრიალებს (ტრამპის და ორბანის გამოკლებით), რუსეთს ომს აწყებინებს უკრაინაში და მერე უკრაინას სისხლისგან ცლის ( რა მიზნითაც რვა წლის წინ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაამხო), მილიარდობით დოლარის იარაღს ასაღებს ზელენსკის ხელით, რევოლუციებს აწყობს სერბეთში, ეგვიპტეში, ლიბიაში, ტუნისში, ყირგიზეთში, ეკვადორში თუ ნიგერში, შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს, წერილს არ აბეჭდინებს ბიძინა ივანიშვილს ევროპის არცერთ პრესტიჟულ გაზეთში და ა. შ. და ა. შ., მოკლედ პარტია კი არა იმხელა მონსტრია, მიმიქარავს ცხრათავიანი დევი და ამ დროს მაინცდამაინც საქართველოში წვალობს და ტილაობს: ხან კოჰაბიტაციას გვახვევს თავზე, ხან კვირიკაშვილს ლობირებს პრემიერად, ხან ხაზარაძეზე დებს ფსონს, ხან გახარიას უქმნის პარტიას, ხან აკერმანს გზავნის ბაკურიანში რევოლუციაში რომ დაატრენინგოს ოპოზიცია, ხან პრაიდებს აწყობს ლისის ტბაზე, ხან ვიქტორ ყიფიანი ჰყავს შეგზავნილი ბიძინასთან ადვოკატად, ხან კელიძეგნანს ნიშნავს ელჩად, ხან მიშა შემოჰყავს არაჟნის კონტეინერით, ახლა კიდევ ლომჯარიას აკეთებინებს ახალ პარტიას და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქართული ოცნება გაუშვას ხელისუფლებიდან და თავისი აგენტურა მოიყვანოს ნაცების სახით.
ჰოდა, ვისაც ყველაფერ ამისა მართლა გჯერათ, ცოტა იმაზეც ჩამოყალიბდით რა, რომ ეს გლობალური ომის პარტია მსოფლიო პროცესების წარმმართველი ყოვლისშემძლე მონსტრია თუ ქართული ოცნების გამოსირებული ოპონენტი, მრავალმილიარდიანი ფულადი და მრავალმილიონიანი ადამიანური რესურსებით ამდენ ხანს რომ ეჩალიჩება და ფეხებსაც ვერ ჭამს? ცოტა ტვინის უჯრედები გაატოკეთ თქვე სიძულვილით დაბრმავებულებო და დაყრუებულებო! მართლა რომ არსებობდეს ასეთი მძლავრი დაჯგუფება და მართლა რომ ნაცების მობრუნება ჰქონდეს მიზნად დასახული, როგორმე აქამდე ეყოლებოდით, რბილად რომ ვთქვა, წაღმა-უკუღმა გადახნული, თქვენი ჩარტერით თუ გლამურით და თქვენსავე ბუმბულსაც ვნახავდი გაშლილს, გაფანტულს ველადა!
მაგრამ სადაა გლობალური ომის პარტია და კაი ცხოვრება? საქმეც ისაა, რომ ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved