• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უღრმესი მადლობა ქართულ მედიცინას და დიდ სიამაყეს გამოვხატავ საჯაროდ!”

ალია ავტორი - ალია
23:42 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველი კორონავირუსის მქონე პაციენტი გამოაჯანმრთელა ქართულმა მედიცინამ! უმაგრესი ამბავია! უღრმეს მადლობას და დიდ სიამაყეს გამოვხატავ საჯაროდ!

ახლა ძალიან საინტერესოა, ბოლობოლო გავიგოთ, როგორ და რამდენი ხანი მიმდინარეობს ეს დაავადება, როგორია მისი კლინიკა. მარტივად რომ მოგვიყვეს ვინმე (ბატონი ამირანი და ბატონი პაატა, საუკეთესო იქნებოდა), რა ხილია ეს კორონა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც პირადად ჩემი თუ არხის კრიტიკის გამო დისკომფორტს ვუქმნით, მაგრამ კრიტიკოსის მწარე ხვედრს ჩვენ შეგუებულნი ვართ (ასეთი ბულინგი, განსაკუთრებით ექიმების მხრიდან, ცოტა უჩვეულოა, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ არა უშავს, გადავიტანთ). ასე ვაპირებთ ვიმუშაოთ ამ და სხვა ხელისუფლებების დროს. ჩვენთვის უფრო სასურველი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობის სიმწვავის შენარჩუნება, საერთოდაც, არხის უმთავრეს გამოწვევად მიგვაჩნია.

კრიტიკა მიგვაჩნია ჩვენს სამოქალაქო პოზიციად: კრიტიკით ვეცადოთ შეცდომები არ დავაშვებინოთ, თუნდაც ეს ჩვენთვის მწარე იყოს, და ასე დავიცვათ საჯარო ინტერესი. ამ გზაზე გადაჭარბები და შეცდომები, ცხადია გვაქვს, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ჩვენც პირველად გავდივართ ამ ურთულეს გზას – როგორ მოვიქცეთ პანდემიის დროს. ბოდიში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ არც არავინ გვიხსნის, როგორაა სწორი. ჩვენ თვითონ ვეძებთ ცდისმიერად რაა სწორი და რა შეცდომა. ვცდილობთ, შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

პატივს ვცემთ იმ არხებს, ვისი არჩევანიც კრიზისულ სიტუაციებში უბრალოდ ქრონიკის წარმოებაა. ეს მარტივი, მაგრამ ლეგიტიმური არჩევანია. თუმცა, მთავარი არხი განსხვავებულ პოზიციაზეა და ამგვარად ხედავს თავის დანიშნულებას. იმედი გვაქვს, ყველაფერი რომ ჩაივლის, უფრო გასაგები გახდება ჩვენი არჩევანის სისწორე, თუმცა ამის გამო დაფასებას და მადლობას ნამდვილად არ ველით.

დარწმუნებულები ვართ, ამ კრიზისს დავძლევთ და გამარჯვებული გამოვა ქართული მედიცინა და ცოდნით და გამოცდილებით გაძლიერებული – ქართული მედია, ჩვენი არხის ჩათვლით.

ყველაფერი კარგად იქნება! სიყვარული გვაერთიანებს!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved