ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“როდესაც რაბინს ლანძღავთ, თქვენ შეურაცხყოფთ არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ ქრისტიანებსაც!
როდესაც ქართველთა პატრიარქს ლანძღავთ, თქვენ შეურაცხყოფთ არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ მუსულმანებსაც!
როდესაც მუფთის ლანძღავთ, თქვენ შეურაცხყოფთ არა მხოლოდ მუსულმანებს, არამედ გრიგორიანელებსაც!
როდესაც სომეხთა პატრიარქს ლანძღავთ, თქვენ შეურაცხყოფთ არა მხოლოდ გრიგორიანელებს, არამედ კათოლიკეებსაც!
რადგან –
მორწმუნე ადამიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია სხვა კონფესიის მეთაურის თუ სასულიერო პირის აუგად მოხსენიება, თქვენ კი არა მხოლოდ ერთ, არამედ ყველა სარწმუნოებას შეურაცხყოფთ!
რადგან –
ამ ლანძღვით თქვენ არა მხოლოდ ერთი, არამედ ნებისმიერი სარწმუნოების მიღმა აყენებთ საკუთარ თავს!
რადგან –
უღმერთოები ხართ!
ათეისტები – არა!
თქვენ ათეისტებსაც შეურაცხყოფთ!
აგნოსტიკოსები – არა!
თქვენ აგნოსტიკოსებსაც შეურაცხყოფთ!
მებრძოლი უღმერთოები ხართ!
თქვენი ადგილი ჯანსაღ საზოგადოებაში არ არის, შეპყრობილებო!”
კომენტარები