• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტვინი მოიხნა მოწოდებებით, რომ გინდა თუ არა, ოპოზიციამ უნდა თქვას, რას იზამს 2028 წლის არჩევნებზე” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
20:05 07-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ესე იგი, ტვინი მოიხნა მოწოდებებით, რომ გინდა თუ არა, ოპოზიციამ უნდა თქვას, რას იზამს 2028 წლის არჩევნებზე, მონაწილეობას მიიღებს, თუ არაო.
თქვენ ხომ კარგად ხართ? რატომ უნდა თქვას? ვინ ატყობინებს მოწინააღმდეგეს ორი წლით ადრე, რას იზამს? რატომ ითხოვთ დღეს ასე გამწარებით, რომ ოპოზიციამ ერთხმად თქვას, რას იზამს?
მაშინ როდესაც ლამის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბიძინა ციხეში სვამს, ან ქვეყნიდან აძევებს, პარტიების აკრძალვას აპირებს, რანაირი ადეკვატურობა იქნება გამოვიდეს ეს ოპოზიცია და თქვას, რას იზამს ორი წლის მერე? ორი წლის მერე თქვენ იცით, რას იზამთ? ან რა ქვეყანაში იცხოვებით?
ან რა უნდა თქვან? ბიძინამ სულ რომ დაგვიჭიროს, ყველა აგვკრძალოს, დედაც რომ მოგვი@@ნას, ჩვენ მაინც კონსტირუქციულები დავრჩებით და არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობასო?
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ უნდა მიიღოს ოპტიმალურ დროს ანუ 2028 წელს, იმის მიხედვით, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში და თავად ოპოზიციაში, იმის მიხედვით ტაქტიკურად რა იქნება უკეთესი. წინასწარ რატომ უნდა ჩაუკაკლოს ბიძინას, რას აპირებს?
აგერ კობახიძეს კითხეს, 2028 წლის არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლებს თუ მოიწვევთო? და იცით, რა უპასუხა? ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როცა დრო მოვა, დღეს რატომ უნდა ვთქვაო.
კობახიძე რომ გაჯობებთ ჭკუაში…
ვინც ოპოზიციას დღეს თხოვს, თქვას რას იზამს 2028 წლის არჩევნებზე, ოპოზიციამ ყველა რუსული გემის მიმართულებით უნდა გაუშვას
ოპოზიციის მთავარი გამოწვევა დღეს სხვა რამეა: ოპოზიცია ძალიან სუსტია, ბევრად სუსტი, ვიდრე 2024 წელს იყო და ვერანაირ ძალას ვერ ასხივებს.
ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა ძალა, მეტი არაფერი. ძალა თუ გაქვს, წინ ვერაფერი დაგიდგება, ხოლო თუ არ გაქვს, იქნება და იქნება ბიძინა საუკუნოდ.
ასე რომ ოპოზიციას დღეს იმას კი არ უნდა ვთხოვდეთ, თქვას არჩევნებში შედის, თუ ბოიკოტში, არამედ გაძლიერების გზები მოძებნოს.
ამ მხრივ 2028 წლამდე თუ არაფერი შეიცვალა, ან არსებული ოპოზიცია არ გაძლიერდა, ან ახალი ძლიერი ძალა არ აღმოცენდა, მე არჩევნებზე წამსვლელი არ ვარ. იმის გამო, რომ ოპოზიციამ პარლამენტში ბიძინას მიერ გამოყოფილი 30 ადგილი დაიკავოს, მე თავს არ შევიწუხებ და ასე იზამს ოპოზიციური ამომრჩევლის უმეტესობა. შესაბამისად ოპოზიციის არჩევნებში შესვლის შემთხვევაშიც “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, რადგან ამომრჩეველი არ მივა.
ასე რომ ოპოზიციის მთავარი საზრუნავი დღეს ის კი არაა, გადაწყვიტოს, რას იზამს 2028 წლის არჩევნებისთვის, არამედ ის, რომ საერთოდ აზრი ქონდეს 2028 წელს რამეს. თუ ოპოზიცია 2028 წელსაც ისეთ მდგომარეობაში შეხვდება, რა მდგომარეობაშიც დღესაა, ბარიერსაც ვერ გადალახავენ, რადგან ოპოზიციურ ამომრჩეველს არანაირო მოტივაცია არ ექნება არჩევნებზე მივიდეს.
სინამდვილეში დილემას: არჩევნები, თუ ბოიკოტი, – არ წყვეტს ოპოზიცია, ამას ვწყვეტთ, ჩვენ, – ამომრჩეველი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved