• რეკლამა
  • კონტაქტი
11:04, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტვინჩამომჭკნარი ფუჩეჩი აღიარებს…“ – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეზე

ალია ავტორი - ალია
17:25 11-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,959
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
„ტვინჩამომჭკნარი ფუჩეჩი აღიარებს, რომ არ ტყუოდნენ ისინი, ვინც ამბობდა, რომ 11 წლიანი სასკოლო განათლება ევროპის კარს უკეტავს ქართველ ბავშვებს. ამიტომ დღეს რაღაც აბრაკადაბრა მობოდა პარლამენტში, რომ ვისაც 12 წელი უნდა სწავლა მათთვის სპეცკლასები იქნება. როგორ, რანაირად ღმერთმა იცის. თვითონ კობახიძემაც არ იცის ჯერ აშკარად.
და გარდა ამისა, თურმე 11 წლიანი სწავლება სამუშაო ძალას შემატებს ეკონომიკას, რადგან ბავშვები სწავლის მაგივრად იმუშავებენ.“
კობახიძე:
“რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი. მცირე გადანაწილება დასჭირდება სასწავლო პროგრამას. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა, თუ ეს შესაძლებელია, რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელიწადი, თუ შესაძლებელია 11 წელიწადში აითვისოს იგივე პროგრამა. უპირატესობა ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი აქვს.
იგივე რომ ავიღოთ ეკონომიკური ეფექტი, აქაც დამატებით გემატება 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება.
მისი თქმით, მიგრაციას ბევრი მინუსი აქვს, ვინაიდან როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი საზღვარგარეთ სასწავლებლად, უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.
„ეს არის თითოეული მოსწავლისა და მშობლის არჩევანი. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი საწავლო პროგრამა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
თეგები: ირაკლი კობახიძენინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved