58 ჯუმბერ ჩხაიძე, რომელიც ხელისუფლებისგან დახმარებას და ბინას ითხოვდა, წყალტუბოში გაყინული იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა, მის დროებით საცხოვრებელში სასტუმრო “გეოლოგის” შენობაში კი გაუსაძლისი მდგომარეობაა.
მეზობლების თქმით, მამაკაცი თბილ ოთახზე ოცნებობდა. სახლში ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა და იატაკი მთლიანად აყრილი იყო.
“წინასწარ გამოტანილი სესხი, არც დენი, არც გაზი, შიმშილობა… ოცნებობდა ნორმალურ პირობებში ეცხოვრა. 21- საუკუნეში გარდაიცვალა კაცი სიციცისგან და შიმშილისგან”- აცხადებენ მეზობლები, რომლებიც ასევე მძიმე მდგომარეობაში, წყალტუბოში, სანატორიუმ „გეოლოგში“ ცხოვრობენ.
მთავარი არხის სიუჟეტის მიხედვით.
კომენტარები