• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წყალტუბო იმის მაგალითია, როგორ ძარცვავს ივანიშვილი ქვეყანას – ჩადით და ნახეთ…”

ალია ავტორი - ალია
00:18 05-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

“ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„გასული წლის 29 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა წყალტუბოს ეშველა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მილიარდების ინვესტიცია ჩადოს, 19 სასტუმრო 1 ლარად შეიძინოს თუ 1 ლარად წაიღოს და დიდი ინვესტიციები შემოიტანოს.

მას შემდეგ გავიდა ექვეს თვეზე მეტი და არათუ ინვესტიცია არ დაწყებულა, არავინ არ ჩამოსულა ამ განცხადების შემდეგ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ ბლეფისა, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ თავისი ივანიშვილით – ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელიც ყოველთვის რაღაც ტყუილს იტყვის და მერე ხალხს ჰგონია, რომ საქმეს აკეთებენ.

ვისაც სურვილი აქვს ჩავიდეს წყალტუბოში და ნახოს საერთოდ რამე სამუშაო თუ ჩატარდა, ვინმემ თუ აღწერა ან საერთოდ რაიმე თუ არის გაკეთებული ამ თვეების მანძილზე. თუ იმას იტყვიან, რომ კორონა ვირუსმა ხელი შეუშალათ, თქვენც კარგად იცით, რომ ყველაფერი გააჩერეს მშენებლობებისა და სამშენებლო კომპანიების გარდა, არქიტექტურულ კომპანიებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ეს არის მაგალითი თუ როგორ ძარცვავენ ქვეყანას.

წყალტუბო ეს არის ადგილი, რომლესაც აქვს რეგიონისთვის საოცარი პოტენციალი და რეაბილიტაციის პროექტი დაპროექტებული იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, რაშიც მეც ვიყავი ჩართული. 350 მლნ უნდა დახარჯულიყო მხოლოდ მსოფლიო ბანკის მხრიდან და დაახლოებით ერთი ამდენი სახელმწიფოს მხრიდან. ინვესტორებიც გვყავდა, სასტუმროს რეაბილიტაციაც კი დაწყებული იყო და უნდა გაშენებულიყო, აბანოების რეაბილიტაცია მომხდარიყო, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტურიზმის კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი უნდა ყოფილიყო.

თუ გახსოვთ 2013-2014 წლებში დავდიოდი წყალტუბოში და სულ ამ პროექტებზე მქონდა საუბარი, მაშინ ნარმანია იყო რეგიონალური განვითარების მინისტრი და „ქართულ ოცნებას“ სიტყვა „უუნარო“ სწორედ წყალტუბოდან გამომდინარე დაერქვა. საქართველოს, რომელსაც აქვს საოცარი პოტენციალი იყოს რეგიონის ლიდერი, ყოველდღე ვითარდებოდეს და სამუშაო ადგილებს ქმნიდეს, როგორ შეიძლება რომ ასეთ უბედურებაში ვცხოვრობდეთ ამ ადამიანების გამო. არჩევანი იცით რა არის?! ივანიშვილის გაჭირვებული, უბედური საქართველო თუ საქართველო, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ წინ წავიდეს, ქმნის სამუშაო ადგილებს, შემოყავს ინვესტორები, აღმშენებლობის გზას ადგას. სწორედ ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ქვეყანაში ყველაფერს გადაუარეს და მუსრი გაავლეს საქართველოს პერსპექტივას. მე არ ვაპირებ ამას შევეგუო და ბოლომდე ვიბრძოლებ. 15 მლრდ აქვს საქართველოს აღებული საგარეო და საშინაო ვალი 8 წლის მანძილზე, რომელმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე 15 მლრდ თანხა ქვეყანაში. სად არის ეს თანხა, სად გაქრა? ეს არის მართლაც მძიმე ვითარება რაც დღეს ქვეყანაშია და არცერთ შემთხვევაში ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. თუ გვაქვს ღირსება და ვისაც გვჯერა ამ ქვეყნის მომავლის, უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved