ფოტო – ნეპალი, 2019 წ
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნეპალში წყალდიდობა და მეწყერი სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
გადაუღებელი წვიმის გამო, მაშველები ვერ ახერხებენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ სეთიმდე მიღწევას, სადაც 60 ადამიანია ჩარჩენილი.
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში წვიმა გაგრძელდება.
კომენტარები