• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოტა უფრო დაძაბეთ, „ექშენი“ გაუკეთეთ და 10 000-იანი თქვით” – კალაძე გვარამიას პასუხობს

ალია ავტორი - ალია
13:46 09-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,795

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

„ყველაფერი ცხადი და ნათელია: ადამიანი რომ გიგი უგულავასთან გაერთიანდება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას თავისი პირით ადარებს ზომბებს, რა გამარჯვებაზეა საერთოდ საუბარი? გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და ა.შ., არაფერი შეიცვლება. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჰყავთ ერთი პატრონი, რადიკალიზმი კი ჩვენს
ქვეყანაში ყოველთვის დამარცხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ამბობს, რომ გვარამია თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის კონკურენტად არ განიხილება.

„როგორ შეიძლება კონკურენტად განიხილო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი სიბინძურეებით იყო დაკავებული, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო – იგივე მისი განცხადებები, კონკრეტული ქმედებები, თუნდაც, ლევან ბერძენიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან და ა.შ. ის დღესაც განაგრძობს ამ სიბინძურეს თავისი გამონათვამებით. გავიხსენოთ, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – რას აკეთებდა და კადრულობდა“, – აღნიშნა
დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „თბილისს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის 4 000-კაციანი ჯგუფი აკონტროლებს“.

„ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო დაძაბოთ – 10 000-იანი თქვით, 4 000-იანი ძალიან ცოტაა. ცოტა უფრო დაძაბეთ, „ექშენი“ გაუკეთეთ და 10 000-იანი თქვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ოთარის არმია თბილისში – 4 000 კრიმინალი – ჰყავთ ორ-ორი კურატორი” – გვარამია

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved