დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე სახალისო ისტორიას იხსენებს.
პაატა იმნაძე „ტვ პირველის“ ეთერში ყვება, თუ როგორ მოათავსეს მეუღლის თხოვნით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირი კარანტინში.
„პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოვიდა განაცხადა, რომ შეეძლო თვითიზოლაციაში ყოფნა და კარატინს არ ითხოვდა. დაგვიკავშირდა ამ კაცის მეუღლე და გვითხრა, რომ იტყუებაო, არ აქვს მაგას საშუალება თვითიზოლაციაში ყოფნისო და წაიყვანეთ კარანტინშიო.
ჩვენ რა თქმა უნდა, დავუკავშირდით მეუღლეს, რომელიც მიდიოდა სახლისკენ და ავუხსენით სიტუაცია, ფაქტობრივად მოვაბრუნეთ და მოვათავსეთ კარანტინში“, – ამბობს პაატა იმნაძე.
კომენტარები