ქუთაისი მეორე დღეა ისევ ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. დაახლოებით 35 ათასს აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ასევე სასწავლო პროცესი შეწყდა ბაღებისა და სკოლების ნაწილში.
თავისუფალი საქართველოს თავჯდომარე, გოგი წულია, ქუთაისი მერიასთან მივიდა და შეშა მიიტანა, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანების გასათბობად ცეცხლის დანთება სცადა.
თუმცა, პოლიციელებმა შეშა ტერიტორიიდან გაიტანეს. ადგილზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, გოგი წულაის თქმით, ადამიანებს ცოლშვილი ეყინებათ და ეს ქალაქი როგორც ხელისუფლებას ისევ მათ ეკუთვნით.
”ცოლ-შვილი გეყინებათ? შენ არ იღებს ხმას მე მაინც მაცადე ხმა ამოვიღო, ქალაქი როგორც შენია ისევე მეც მეკუთვნის, მე ვთვლი საჭიროდ გავაკეთო ეს ”პერფომანსი” და ვაჩვენო მთელ საქართველოს რომ 5 სანტიმეტრი მოთოვა და ქალაქი პარალიზებულია.”
კომენტარები