რუსული მედიის ცნობით, 68 წლის ცნობილი რუსი მომღერალი, ბორის მოისეევი მოსკოვში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მუსიკოსის გვამი მისმა არტდიტექტორმა, სერგეი გოროხმა აღმოაჩინა, როცა მოისეევთან სტუმრად მივიდა.
ცნობილია, რომ მომღერალს რამდენიმე ინსულტი ჰქონდა გადატანილი.
ბორის მოისეევი რუსეთის დამსახურებული არტისტი იყო და არაერთი პრემიის მფლობელი. ასევე ცნობილია, რომ მომღერალი არ მალავდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას და ამას ღიად აფიქსირებდა.
კომენტარები