• რეკლამა
  • კონტაქტი
08:04, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცნობები მოსკოვში, რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
05:15 08-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

🔴 მოსკოვში, რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ” ცნობები თუ გაინტერესებთ, ერთად შევკარი ის, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი:

გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 20 დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების დროს რესტორანში ერთ-ერთი რუსი გენერლის დაბადების დღე აღინიშნებოდა. თუმცა, ამ დროისთვის ამ ინფორმაციას ოფიციალური დადასტურება არ აქვს.

რუსულ Telegram-არხებსა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აფეთქების მომენტში Balzi Rossi დახურული იყო კერძო ბანკეტისთვის. ამავე ცნობებით, შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა შენიშნეს შავი სამხედრო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები და როსგვარდიის ავტობუსი, რამაც სხვადასხვა ვერსიის გავრცელებას შეუწყო ხელი.

პროსამთავრობო Telegram-არხი Mash თავდაპირველად აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვას ასახელებდა, თუმცა მოგვიანებით რუსულ ონლაინ-დისკუსიებში გაჩნდა საწინააღმდეგო მოსაზრებებიც. მათი ავტორები ამტკიცებენ, რომ შენობაში ცენტრალური გაზი საერთოდ არ იყო მიყვანილი, რის გამოც ოფიციალური ვერსიის მიმართ კითხვები გაჩნდა.

ამავე დროს, რუსულ Telegram-სივრცეში დაიწყო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი გენერლის დაბადების დღე შეიძლებოდა აღენიშნათ. ყველაზე ხშირად სახელდება ორი გვარი:

ვლადიმირ სელივიორსტოვი — გენერალ-მაიორი, ყოფილი 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური;
ალექსანდრ იაროშევიჩი — გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

თუმცა, ამ ეტაპზე არც ერთი სანდო რუსული მედია, სამხედრო ბლოგერი ან ოფიციალური უწყება არ ადასტურებს, რომ რომელიმე მათგანი Balzi Rossi-ში იმყოფებოდა ან აფეთქებასთან კავშირი ჰქონდა.

ამ დროისთვის ასევე არ გამოქვეყნებულა დაღუპულთა და დაშავებულთა ოფიციალური ვინაობა, რის გამოც გენერლის შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ დაუდასტურებელ ვერსიებად რჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved