• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცხედრები ისე იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო” – შს მინისტრი შოვზე

ალია ავტორი - ალია
16:34 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველი წუთიდან საზოგადოებას სწორედ შსს აწვდიდა გადამოწმებულ ინფორმაციას.

გომელაური ამბობს, რომ სტიქია უსწრაფესად განვითარდა. იგი ჰყვება, რომ მიწისქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენა პრაქტიკურად შეუძლებელი იყო, რადგან მასა ღვარცოფის იყო დიდი.

“ძებნა–შველის ოპერაციას და ამ ოდენობის მიწის მასის დამუშავებას დიდი დრო სჭირდებოდა, 32 ცხედარი აღმოჩენილია და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ერთ პირზე და ძებნა გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი. “, – ამბობს იგი,

“ცხედრები ისე იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო, ცხედრების უმეტესობა დანაწევრებულია და მაშველების მიერ პრაქტიკულად ნაპოვნია ცხედრების ფრაგმენტები. ისმოდა სპეკულაცია, რომ ვერტმფრენებით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ადამიანების გადარჩენა. ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვერტმფრენებით და დრონებით ვინმეს აღმოჩენა, შესაძლებელია, მხოლოდ მიწის ზედაპირზე, მიწისქვეშ მათი პოვნა შეუძლებელია,” – ამბობს შს მინისტრი და არ აკონკრეტებს ამ ეტაპზე, აქვს თუ არა გამოძიებას უკვე ექსპერტიზის შედეგები, თუ ცხედრების გარეგნული დათვალიერებით ამბობს, რომ ადამიანების შველა შეუძლებელი იყო. 

გომელაური ამბობს, რომ ისინი, ვინც გადარჩნენ და იყვნენ მიწის ზემოთ, გადმოყვანილი იქნენ სტიქიის ზონიდან.

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved