პარლამენტი დათანხმდა ნიკა მელიას საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართ. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
ორი დეპუტატი, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს, „მოქალაქეების“ წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.
კომენტარები