• რეკლამა
  • კონტაქტი
07:25, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასები 9.6%-ით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე

ალია ავტორი - ალია
13:57 09-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10.9% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • პური და პურპროდუქტები + 32.4%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 20.8%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 20.3%
  • ზეთი და ცხიმი + 19.8%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 18.7%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.6%
  • თევზეული + 13.6%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.1%
  • ხილი და ყურძენი + 2.5%;

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასები 9.6%-ით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე .

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით, რაც 1.87%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4%-იანი მატება, რაც 1.19%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 22.5%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.63%-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი
კვების (15.4%), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7% ქვეჯგუფებზე.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც. ეროვნული ბანკის შეფასებით კი, “ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება”. სებ-ი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 12%-მდე გაზარდა და განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკა “გამკაცრებისკენ მიდრეკილი” დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

თეგები: ინფლაციასტატისტიკაფასები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved