• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წილებზე დავა, ნიკო კვარაცხელიას გამო შურისძიება თუ თორაძეების საქმე … – რას ამბობს მოკლული ბიზნესმენის ოჯახი?

ალია ავტორი - ალია
16:10 06-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,454

რამდენიმე დღის წინ, წყნეთის გზატკეცილზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას ოჯახი და საახლობლო კატეგორიულად გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს ეს იყო „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შურისძიება შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის გამო.

„თუკი რამეში შეიძლება ადამიანი 100 პროცენტით იყოს დარწმუნებული, ეს არის სწორედ ამ ვერსიის აბსურდულობა. ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომ მსგავს საქმესთან რაიმე სახით ყოფილიყო დაკავშირებული. კატეგორიულად გამოვრიცხავ“, – ამბობს “კურიერთან“ ინტერვიუში მოკლული ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე.

ოჯახი ასევე გამორიცხავს ვერსიას, რომ შესაძლოა ეს 1990-იანი წლების შურისძიება და კონკრეტულად ძმები თორაძეების საქმეს უკავშირდებოდეს.

„ეს ვერსიას არის ჭორი და აბსურდი. მაშინ სპეცოპერაცია ჩაატარა ოფიციალურმა სტრუქტურებმა, მათ შორის მხედრიონმა და არც ლევანი, არც მისი საახლობლო წრიდან ვინმე ადგილზე არ ყოფილა“, – ამბობს სალომე კობალაძე.

მისივე თქმით, ბიზნესს წილებთან დაკავშირებით ლევან კაჭარავას არ ჰქონია არანაირი პრობლემა არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, აქედან გამომდინარე, ოჯახი ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იდგეს შეიარაღებული თავდასხმის უკან.

ოჯახის ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე დღის წინ, მამის ორმოცზე დაბრუნდა და არასდროს ჰქონია ეჭვი, რომ ვინმე უთვალთვალებდა. როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი ჰყვება, ლევან კაჭარავა იარაღს არ ატარებდა და არც დაცვით გადაადგილდებოდა. ოჯახს, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ ჰქონია პირთნ, რომელიც შემთხვევის დროს ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა, შესაბამისად, მათთვის უცნობია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა 32 წლის ბუღალტერმა, ირაკლი აბულაძემ გამოძიებას.

თეგები: ლევან კაჭარავამკვლელობამოკლულის ოჯახის განცხადება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved