• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხე კურორტი არ არის!” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
20:52 09-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,100

ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

მსჯავრდებულთათვის!!!!
მოდით განვიხილოთ თემა, თუ რატომ იცვლება ციხეში ადამიანის ჩვეული ქცევა.
რა მოქმედებს მასზე ასე დამთრგუნველად და რა გამოსავალი არსებობს სწრაფი რესოციალიზაციისთვის.
რადგან ციხის თემა ეგზომ პოლულარულია დღეს, მოდით როგორც ოფიცილაური ექსპერტი პენიტენციური სისტემის საკითხებში, ისე გაგცემთ პასუხს.
იმის გათვალისწინებით, რომ 25 წლიანი გამოცდილება მაქვს უფლებადამცველად მუშაობაში, ასევე ციხე ნანახი მაქვს, როგორც ბრალდებულს, მსჯავრდებულს და შემდგომში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველს,
გეუბნებით, რომ
ციხე კურორტი არ არის!!!
მიუხედავად ევროპული სტანდარტებისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ჰუმანური და ადამიანური პირადი განკარგულების საფუძველზე, ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ,
ციხე კურორტი მაინც არ არის!
ახლა შეგნებულად არ მოვყვები რა ჩავიბარეთ 2012 წელს, როგორ ვხურავდით ერთი მეორის მიყოლებით ბათუმის, ზუგდიდის,ორთაჭალის და ა.შ. დილეგებს, როგორ ვადგენდით გადაუდებლად საოპერაციო ადამიანების სიას, რა გადავიტანეთ შიდსიანების და ჭლექიანების ამნისტირების დროს, რა ძნელი იყო კადრების როტაცია და რა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი სუფევდა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ამაზე იმდენი მისაუბრია, აღარ დავუბრუნდები.
რა ხდება დღეს?
ბრალდებულიც და მსჯავრდებულიც პირველი წუთიდან აკრძალვებში ექცევა. ერთადერთი გამონაკლისი ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, რომელმაც გაუგონრად დიდი ხანი იბაირამა კლინიკის ოროთახიან ლუქსში, გამრავლდა, მოფერიანდა დამშვენდა და 400-ზე მეტი დაავადება ვითარცა ლომგულმა უკუაგდო.
დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ მოკვდავთ.
1. ციხის დრეს კოდი განსაზღვრავს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მოდელს. კაპიშონების და თასმების გარეშე. (მადლობა ვთქვათ, რომ საქართველოს ციხეებში, დამამცირებელი ნარინჯისფერი კომბინიზონები არ არსეობობს)
2. ციხის რაციონის გარდა (არცთუ ურიგო) დამატებითი საკვები და გემრიელობები ციხის ტერიტორიაზე განთავსებულ მარკეტშია, რისთვისაც სპეც.ბარათზე ექსტრა თანხა გჭირდებათ. ასევე ტექნიკის შესაძენად. ისე, დაუწერელი კანონია, გასვლის წინ ყველაფერი საკნის მეგობრებს დაუტოვო, თუმცა რასაც ახლა ვაკვიდები, როგორ ეზიდებიან ციხეებიდან მაცივრებს, ტელევიზორებს და საყოფაცხოვრო ტექნიკას, თავი სიურეალისტურ სიუჟეტში მგონია, სადაც მცნება “გატანა, ერთობა, მოყვასი” საერთოდ დაბლაგვებულია.
3. ამანათები პერიოდულად, ისიც აკრძალვების ნუსხის შესაბამისად შემოდის და ალბათ აქაც ხშირად არ იყოფა თანამესაკნეებზე …
4. ტელეფონი ლიმიტირებული და ცალმხრივი.
5.ინტერნტეტთან სრული შეზღუდვა
6. წერილის გაგზავნა სოციალური მუშაკის ან ადვოკატის საშუალებით
7. ადვილოკატებთან ულიმიტო პაემნები
8. სასულიერო პირის სტუმრობა
9. უკონტაქტო და კონტაქტური პაემნები ახლობლებთან შიდაგანაწესის თანახმად.
10. წვდომა სამედიცინო პერსონალთან.
11. სველი წერტილები, შხაპი, ჰიგიენის საშუალებები, სარეცხი.
ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ვერც საყვარელ ჯიბეებიან ჯინსებში იშრიალებთ, ვერც.კაპიშონიან ქურთუკებში, ვერც.მარჯიელას კედებში,
ან სად უნდა იშრიალოთ???
ცნობილია, რომ ციხეს თავის “მუდმივი კლიენტი” ქურდული სამყაროს წევრები მუდამ ყავს, აი მათთვის კი ცალკე რელიგიაა ციხეში ცნობილი ბრენდებით მარიაჟობა.
დავუბრუნდეთ ახლადშესახლებულებს.
მომენტალური იზოლაცია სამყაროსგან თვითანალიზისკენ უბიძგებს ადამიანებს. სწორედ ამიტომ დაიწერა უამრავი შედევრი გისოსებს მიღმა:
” დათა თუთაშხია” ( ჭაბუა ამირეჯიბი)
“დონ კიხოტი” (სერვანტესი)
“ციხის აღსარება” (ოსკარ უალდი)
“მსოფლიო საოცრებათა წიგნი” (მარკო პოლო)
“სოდომის 120 დღე”(მარკიზ დე სადი)
“მთავარი” (მაკიაველი)
“უკანასკნელი ფოთოლი”(ოჰენრი)
“განგსტერები”, შემდგომში ეკრანიზაცია “სახე ნაიარევით”(გარი გრეი)
“რა ვქნათ?”( ჩერნიშევსკი)
“მზის ქალაქი” (კამპანელა)
ძალიან გავკადნიერდები და მივათვლი “კვირის პალიტრის” გამოცემულ ბესთსელერად ქცეულ ჩემს წიგნს
“გისოსებს მიღმა საქართველოა”, რომელიც მოდულის დილეგში დაიწერა….
ხოდა, რისი თქმა მინდა.
გისოსები ახშობს გარე ხმაურს, შფოთს და რუტინას.
ცოტა ხნის შემდეგ ტვინი იწყებს ახალ-ახალი იდეების მოწოდებას, რადგან სურს ამოავსოს ყოველდღიური ცხოვრების დეფიციტით შექმნილი ვაკუუმი.
აი აქ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ “გიჩიჩინებს”.
თუ მარტო გიწევს
“თავის მტვრევა” -ok.
მაგრამ, თუ საქმეში ერთვება ადვოკატთა და ოჯახის წევრთა დიდი კოჰორტა, ტვინის არევაც ძალიან მარტივია.
მოკლედ ჩემი რჩევა იქნება, ცოტა ხნის პაუზის აღება, გარე პირთა იგნორი, ინფორმაციის სანდოობის ასჯერ გადამოწმება და ასევე მუდმივად ფიქრი იმაზე,
რომ ციხეს ორი კარი აქვს და ყველა დაცულ ციხეშიც კი დაცული მხოლოდ გისოსია!
P.S. ფოტო არ არის ხელოვნური ინტელექტი(სამწუხაროდ)
ეს ჩემი რეჟიმთან ბრძოლის დაღია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved