• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
13:43 07-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ მიმოიხილა 2024 – 2025 წლების საერთო არჩევნები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, მათ უპირატესობებსა და იმ გამოცდილებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვამდე და დანერგვის პროცესში დააგროვა. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ დაამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ამასთან, ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლების, ინფორმირებულობისა და დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved