• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
13:46 07-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზედა აღნიშნული ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა. მან მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო, რომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved