პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი:
„დავით კეზერაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. ის არის ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ქართული არმიის, შეიარაღებული ძალების ქურდი. ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა „ქართული ოცნების“, რომ კეზერაშვილს რამდენიმე წლის წინ, გარიგების საფასურად ჯერ ბიზნესების გატანის საშუალება მისცეს საქართველოდან და მერე თვალი დახუჭეს ყველაფერზე და ამიტომ „ბაირამობს“ ჩვენთვის და ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით.
ეს არის „ოცნების“ ბრალი. ახლა გამოიფხიკეს ყურები, არ ვიცი ვინ უთვალთვალებდნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რატომ დადის ასე ლაღად ამდენი წელი და რატომ ცხოვრობს ასე არხეინად, კურორტიდან კურორტზე კეზერაშვილი ჩვენი მოპარული ფულით.
წესით, ხელფასზე რომ უნდა ეცხოვრა როცა მინისტრი იყო და უცებ აღმოჩნდა, მულტიმილიონერია, ქურდია დავით კეზერაშვილი!“
კომენტარები