• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო – როგორ შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება?

ალია ავტორი - ალია
10:30 04-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
758

დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი­სა და შოთა შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ი­წყო. და­გეგ­მი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, წუ­ხელ, 23:00 სა­ა­თი­დან წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­ზღუ­და.

კერ­ძოდ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, მოძ­რა­ო­ბა სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ორი­ვე მხა­რეს მო­ნაც­ვლე­ო­ბით მოხ­დე­ბა აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, გი­ორ­გი ცა­ბა­ძის ქუ­ჩი­დან შოთა შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხი­დის ჩათ­ვლით.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვი დარ­ჩე­ბა, თითო მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერთი სა­მოძ­რაო ზოლი.

“ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა სა­გუ­რა­მოს, არ­ჩილ ქურ­დი­ა­ნის, ბა­თუ­მის, არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძის, სუ­ლი­კო კო­რო­ში­ნა­ძი­სა და წყალ­ტუ­ბოს ქუ­ჩე­ბი­დან წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით. სა­გუ­რა­მოს, არ­ჩილ ქურ­დი­ა­ნის და ბა­თუ­მის ქუ­ჩე­ბი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ, ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკის ქუ­ჩი­დან გი­ორ­გი ცა­ბა­ძის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, და­ვით ყი­ფი­ა­ნის ქუ­ჩი­დან, ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუ­ჩის გავ­ლით აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ რაჟ­დენ გვე­ნე­ტა­ძის ქუ­ჩით, ან, რა­ფა­ელ აგ­ლა­ძი­სა და ალექ­სი გო­გო­ლა­უ­რის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სუ­ლი­კო კო­რო­ში­ნა­ძის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან გო­გო­ლა­უ­რის ქუ­ჩის გავ­ლით აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. წყალ­ტუ­ბოს ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ აგ­ლა­ძის ქუ­ჩის გავ­ლით, რო­გორც მირ­ცხუ­ლა­ვას, ასე­ვე, სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პე­რი­ო­დუ­ლად, ღა­მის სა­ა­თებ­ში, 00:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა, რო­გორც გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის გამ­ზი­რი­დან მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩამ­სვლე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე, მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­დან წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის­კენ, დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ ამ­სვლე­ლი ნა­კა­დის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის გა­მო­ყე­ნე­ბით, მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­დან სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩი­სა და წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის გავ­ლით, შოთა შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხი­დი­სა და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხოლო, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის გამ­ზი­რი­დან მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ჩამ­სვლე­ლი ნა­კა­დი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლებს აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი­სა და სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. გი­ორ­გი ცა­ბა­ძის ქუ­ჩი­დან აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი­სა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა დარ­ჩე­ბა უც­ვლე­ლი. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი­დან აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია ეტა­პობ­რი­ვად მი­ე­წო­დე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved