• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წელზემოთ შიშველი თავდაყირა დაკიდეს ხეზე და გიორგი ბარამიძის თანდასწრებით…” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:27 11-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

“თავის დროზე ძალიან მიხაროდა 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუცია, შემდეგ 2004 წლის 6 მაისი (ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!). მქონდა არაერთი პოზიტიური მოლოდინი, იმედი. თუმცა, ეიფორია მალევე გაქრა და სკეპტიკურობა გახდა მზარდი.

იმ პერიოდში, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ჩახედული ვიყავი სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობაშიც. ერთ-ერთ შიდა სამსახურეობრივ ანგარიშში მომხვდა საკმაოდ საგანგაშო ამბავი. ერთ ღამეს, ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელებმა აიყვანეს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიდამოებში, წელზემოთ შიშველი თავდაყირა დაკიდეს ხეზე და მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი ბარამიძის თანდასწრებით წყლით სავსე პლასტიკურ ბოთლს ურტყამდნენ აღიარებითი ჩვენების მისაღებად. იყო სხვა ფაქტებიც, როდესაც უხეშად ილახებოდა სხვადასხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები.

შემდეგ იყო 2004 წლის 24 ნოემბერი, პოლიციის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობა. ცხადია, მაშინ დიპკორპუსი უსირცხვილოდ მოატყუეს და ხელისუფლებამ თავი იმართლა.

გამოკვეთილად ანტინაცი კი გავხდი 2006 წლის 29 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღეს. გვიან ღამით, მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიის ერთ-ერთი ტელეწამყვანი მანქანით სახლამდე მივიყვანე. მისვლისას მთხოვა, რომ ავტომობილიდან გადმოვსულიყავი, მობილური სალონში დამეტოვებინა და ფეხით გაგვესეირნა. ვიხამუშე, რადგან მოყინული იყო, ბნელოდა და რა სეირნობა აგიტყდა-მეთქი? დეტალურად მომიყვა თუ რა მოხდა შარდენზე და ოქროყანაში. სახტად დავრჩი, არ ვუჯერებდი. მომდევნო დღეებში, თბილისში მყოფი რამდენიმე დიპლომატისგან შევიტყვე იგივე ამბავი, შემდეგ უკვე გირგვლიანის ტრაგედია საჯაროდაც გახდა ცნობილი.

რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი. 18 წლის წინ, 23 ნოემბერი, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, ცვლილებების მომტანი მომენტი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მალე გამოჩნდა, რომ პროდასავლურებად, უფლებადამცველებად წოდებულნი გადაიქცნენ (გამოავლინეს საკუთარი თავი) ჯალათებად, ავტორიტარული რეჟიმის შექმნელებად.

ვარდების სიმბოლოს ჩაენაცვლა ტყვია, ხელკეტი, ცოცხი და ღამის ნოტარიუსი. სააკაშვილმა, ახალაიებმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, ბოკერიამ, უგულავამ, ქარდავამ და სხვა ნაცჯალათებმა საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი დაამკვიდრეს. მათ სასტიკად დაატერორეს ათასობით ოჯახი და რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიების 20% ოფიციალურად გაუფორმეს ოკუპანტ რუსეთს და ზედ სტრატეგიული ობიექტებიც მიაყოლეს.

ვარდების რევოლუციას კი დღეს ზეიმობს მხოლოდ პატიმარი სააკაშვილის ტოტალიტარული სექტა, ხოლო ქართველთა უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, რეალურ დღესასწაულს – გიორგობას! წმ. გიორგის შეწევნით, ღმერთმა დაამშვიდოს, გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი ქვეყანა!”

თეგები: გია აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved