• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წარუკიანის ლომის სიკვდილის საქმეს საგამოძიებო კომისია შეისწავლის – სომხეთი

ალია ავტორი - ალია
14:53 07-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

სომხეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, გაგიკ წარუკიანის რეზიდენციიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ერთ-ერთი ლომი მოკვდა. ძუ ლომი ტრანსპორტირებამდე დროებით დააძინეს, თუმცა ზოოპარკში გადაყვანის შემდეგ ვეღარ გაიღვიძა.

ერევნის ზოოპარკის ინფორმაციით, ცხოველის სიკვდილი მის ხანდაზმულ ასაკსა და თანმხლებ დაავადებებს უკავშირდება. უწყების ცნობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად ლომს ელენთის, ღვიძლის, ფილტვებისა და გულის დაზიანება, ნაღვლის ბუშტის ანთებითი ცვლილებები, სიმსუქნე და მუცლის ღრუში დაგროვილი სითხე დაუდგინდა.

მომხდარის გარემოებებს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების საგანი ლომის დაძინებისა და შემდგომ გამოუღვიძებლობის გარემოებები იქნება.

წარუკიანის რეზიდენციიდან ერევნის ზოოპარკში სამი ლომი და ერთი ვეფხვი გადაიყვანეს. მანამდე, ჩხრეკის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ბიზნესმენის სახლიდან 200-მდე გარეული ფრინველისა და ცხოველის ფიტულიც ამოიღეს. მათ შორისაა მგლების ფიტულებიც. გამოძიების ვერსიით, ნივთები შესაძლოა უკანონო ნადირობასთან დაკავშირებული საქმის მტკიცებულებად იქცეს. ოფიციალური მონაცემებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 30 მილიონ დრამს, ანუ თითქმის 82 ათას დოლარს შეადგენს.

გაგიკ წარუკიანის სახლში და მის კომპანიებთან დაკავშირებულ დაახლოებით 70 მისამართზე ჩხრეკა 6 ივლისს ჩატარდა. გამოძიება მას თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავება, ხოლო სასამართლომ 7 ივლისს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, წარუკიანის წინააღმდეგ ათზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved