• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, წადით ახლა და კითხეთ დიდ ბიძინას, რატომ დარბის საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში?” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
21:02 08-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46,289

,,ფარის” დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:

,,რას ემართლებიან ქოცები ზელენსკის არ ვიცი ( ეს დაახლოებით იმას წააგავს, ლაჩარს რომ მებრძოლი ეზიზღება, საკუთარი სილაჩრის მხილების გამო ), მაგრამ ტრამპს არ შეეძლო გაეყიდა და პუტინს ეყიდა უკრაინა, იმიტომ რომ არც ერთს არ შეუძლია უკრაინელი ხალხის სახელით ლაპარაკი, უკრაინა კი უკრანელი ხალხისაა.
რაც შეეხება მოლაპარაკებას, პუტინს აუცილებლად ჭირდებოდა დაერწმუნებინა ტრამპი, რომ ამერიკას არ დაეწყო რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა, ნამდვილი და ყოვლისმომცველი, რომლითაც იმუქრებოდა ტრამპი. პუტინმა თავის საწადელს მიაღწია, ტრამპმა ახალ სანქციებზე ( ეკონომიკურ ბლოკადაზე ) საუბარი შეწყვიტა. შესაბამისად, ტრამპსაც უნდა მიეღო რაიმე სანაცვლოდ, მხოლოდ პუტინის სიდიადე და ქარიზმა საკმარისი არ იქნებოდა. ვიცით, რომ პუტინი ვერც მშვიდობაზე წავიდოდა და ვერც ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე. შესაბამისად, დადასტურებულად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პუტინმა სამხრეთ კავკასია დათმო. ორ ბოროტებას შორის, მისთვის ამ ეტაპზე ნაკლები ბოროტება აირჩია. დასტურად, რუსეთის ოფიციალური განცხადებაა, რომ მიესალმება ტრამპის ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის და ზანგეზურის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გარანტორად გამოსვლის შესახებ.
ამიტომ, ქოცებო, თქვენ ენაზე რომ ვთარგმნოთ, პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკება შედგა, სამხრეთ კავკასია რუსეთმა დათმო, ტრამპს დაუთმო, გაყიდა თავისი ივანიშვილი-ოცნებიანად, ეკონომიკურ ბლოკადის გადავადებაში გაცვალა. წადით ახლა და კითხეთ დიდ ბიძინას, რატომ დარბის საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში და რის გამოვაჭრებას ცდილობს ახალ ერთმორწმუნესთან?
პ.ს. შეგიძლიათ ზელენსკიზე აღარ იყოთ დაბოღმილი, ვისაც ზელენსკი ერჩის და ებრძვის ის აღარ არის თქვენი პატრონი. ისე დიდი უბედურება გჭირთ ქოცებს, სამშობლო გაყიდეთ პატრონის გამო და პატრონმა გაგყიდათ სამშობლოს გარეშე, აღარც სამშობლო დაგრჩათ და აღარც პატრონი.“

თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved