• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცად ვარსკვლავად მოკიაფევ, ვაჟკაცობის მაგალითო“ – ხვიჩა კვარაცხელიას ლექსი მიუძღვნეს

ალია ავტორი - ალია
12:40 10-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

პოეტმა და პუბლიცისტმა მიხეილ გელაძემ ხვიჩა კვარაცხელიას „აიაქსთან“ თამაშის შემდეგ ლექსი მიუძღვნა.

„ხვიჩა ბიჭო, ქვეყნის თვალო, „საქართველოს მარგალიტო“,

ცად ვარსკვლავად მოკიაფევ, ვაჟკაცობის მაგალითო,

ხომ „ნაპოლის“ ტრიბუნები აგუგუნე – „კვარა“, „კვარა“,

ერთი ნახვით, მიკვირს ხალხმა, ასე როგორ შეგიყვარა?!

მთელ მსოფლიოს გააცანი მცირე ერის დიდი ფასი,

სად არს ჩვენი საქართველო, რითი არის ის ძვირფასი,

მართლაც „კაი ყმად“ გაგვიზრდიხარ – ფეხმარდი, ფეხჯადოქარი,

ვშიშობთ, შურით არ გაგთვალონ, ქარიშხლად ნაბობოქარი.

ვხედავთ, როგორ ხარობს შენით, შენი მწვრთნელი – ბრგე სპალეტი,

გაკვირვებას ვეღარ მალავს ბრაზილია, ესპანეთი,

შენ უსასო ემიგრანტებს შემოავლე გალავანი,

მთელ მსოფლიოს დაუმტკიცე, ყოფილხარ რა ფალავანი.

ხვიჩა ჩვენო, კვლავ მხნედ ფრენა, არწივობა გვინდა შენი,

არ დაიჭრა, არ დავარდე – მინდორს მეფე, წმინდა, მშვენი,

ყველას ისევ უხაროდეს, პირს ეკეროს „კვარა“, „კვარა“,

შენს გოლებს ვეღარ ითვლიდნენ, დაგძახოდნენ – კმარა, კმარა!

კვლავაც წინსვლა გვინდა შენი, კვლავ ხალხის აგუგუნება,

გაუმთელდეს ქართველს გული, გამოუკეთდეს გუნება,

გვინდა შენთვის მოიჭედოს „ოქროს ლომი“, „ოქროს თასი“,

დე, ახსოვდეს მთელ მსოფლიოს საქართველო, შენი ფასი!

ხვიჩა ბიჭო, ქვეყნის თვალო, „საქართველოს მარგალიტო“,

„ამომავალო ვარსკვალავო“, ვაჟკაცობის მაგალითო,

იტალიამ თუ იქუხა მეტსახელით – „კვარა“, „კვარა“,

საქართველომ გულს ჩაგიკრა, ასჯერ მეტად შეგიყვარა!

მიხეილ გელაძე

ბათუმი, 23.08 2022 წელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved