• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცაავას დისკრედიტაცია და მისი ყველა კონტაქტის ოპერატიული კონტროლი – ორი გეგმა, გავრცელებული ფაილების მიხედვით

ალია ავტორი - ალია
17:27 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ინტერნეტში გაჟონილი, სავარაუდოდ, სუს-ის მომზადებული საიდუმლო ფაილების მიხედვით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უსაფრთხოების სამსახურის სრული ოპერატიული თვალთვალის ქვეშ იყო. ფაილებში განხილულია მისი პიროვნების მადისკრედიტირებელი ინფორმაციების “მიზანმიმართულად ტირაჟირების”გეგმა, ასევე მის საცხოვრებელ ბინაში მიყურადების შესაძლებლობა.

საიდუმლო მასალებში, რომელთა ავთენტიკურობა დაუდგენელია, გვხვდება ფაილი სახელწოდებით “გეგმა 2019”  შემდეგი სათაურით: “საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეჩერებისა და საპატრიარქოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა”. 

ფაილი აღწერს 2019 წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ სინოდის სხდომასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. მაშინ მეუფე პეტრე ცაავამ პატრიარქზე განაცხადა, რომ “პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილია”.

მასალაში ვკითხულობთ, რომ “უპირველეს საფრთხეს წარმოადგენს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბოლოდროინდელი აქტივობები, რომელიც მიმართულია ეკლესიის უმაღლეს იერარქ ილია მეორეს წინააღმდეგ”.

ფაილში ხსენებული “ოპერატიული დანაყოფი” პეტრე ცაავას მიმართ მოქმედების ორ გეგმას განიხილავენ.

ერთის თანახმად, პეტრე ცაავას განემარტებოდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მის მიერ წამოწყებული კამპანიის გაგრძელება გამოიწვევს არა ეკლესიის გაჯანსაღებას, არამედ, ეკლესიის, როგორც ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაციას.სინოდის წევრებს კი ცაავასთვის, უნდა განემარტათ, რომ მღვდელმთავრების მიერ რჯულის კანონის მიხედვით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი წინადადებები და წარიმართება მუშაობა ეკლესიაში “უღირსი სასულიერო პირების” დასჯის და შესაბამის შემთხვევებში განკვეთის თაობაზე. ხოლო, თუკი პეტრე ცაავა შეთანხმებაზე უარს იტყოდა და არ დაემორჩილებოდა სინოდის გადაწყვეტილებას, ეკლესიიდან განიკვეთებოდა. 

ცაავას მხრიდან შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, “ოპერატიულ დანაყოფს” ჰქონდა მეორე გეგმა, კერძოდ:

“ოპერატიულ კონტროლზე აეყვანათ პეტრე ცაავას ყველა კავშირი,

მიზანმიმართულად მოხდეს ცაავას პიროვნების მადისკრედიტერებელი ინფორმაციების ტირაჟირება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

წარიმართის ანალოგიური სახის მუშაობა, ასევე ცაავას მხარდამჭერ თეოლოგებსა და სასულიერო პირებთან მიმართებით;

დადგენილ იქნას ცაავას ახლადშეძენილი ბინის ზუსტი მისამართი შემოწმებულ და შესწავლილ იქნას სამეზობლო, დაიგეგმოს ბინაში შესაძლო ოპერატიულ-ტექნიკური შეღწევის ღონისძიება;

განხორციელდეს მიტროპოლიტის გარემოცვის წევრების სრულყოფილი შემოწმება-შესწავლა, მათ შორის მოწყვლადი პირების გამოვლენის, შემდგომში გადმობირების და ჩვენს ინტერესებში გამოყენების მიზნით;

გამოიკვეთოს პ. ცაავას იდეოლოგიისა და შეხედულებების შესაძლო გამზიარებელი მაღალი იერარქები. მათი საქმიანობა აყვანილ იქნას განსაკუთრებულ კონტროლზე”.

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს.

წყარო – ფორმულა

თეგები: პეტრე ცაავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved