იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან, ამბობს:
“მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო მომსახურება. თუკი იქნება საჭიროება, მას შესაძლოა მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში… ტყუილია, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ის გადაადგილდება დამოუკიდებლად”
კომენტარები