რომ იცოდეთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არის შემოკლებით იუსაიდი (United States Agency for International Development ან USAID) — აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომელსაც ესენი მუდმივად ლანძღავდნენ და თავს ესხმოდნენ.
დიახ, USAID-ი არასამთავრობო ორგანიზაცია არაა, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარებოდა, რათა ისინი, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებას დახმარებოდნენ.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, კი გეცოდინებათ, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან და ეს ფონდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა საქართველოში, გასცემდა გრანტებს სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის.
გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ) საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.
დღეს პაპუაშვილმა თქვა, რომ არც ის და არც ირაკლი კობახიძე ენჯეოში ანუ არასამთავრობო ორგანიზაციაში არ არიან.
ახლა არ არიან, მთავრობაში ყოფნა რომ მოუნდათ, მანამდე იყვნენ.
ორივე!
არ აქვს ტყუილს სასიამოვნო გემო.
მძაღეა და შეურაცხმყოფელი, ხალხო, რადგან ნიშნავს, რომ ვიღაც შტერად გთვლით და გულიც რომ აგერიოთ, იმ საძაგელგემოიან ტყუილს მაინც გადაყლაპავთ.
სულ ეგაა.
“ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან ენჯეოში არიან და შემდეგ ცდილობენ, მოიყვანონ პოლიტიკურ ხელისუფლებაში, იგულისხმება პარტიები, რომ ამისთვის აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში…” | ამბობს პაპუაშვილი და მაგალითად სერგი კაპანაძე მოჰყავს.














კომენტარები