• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუილი მძაღეა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შტერად გთვლით და გულიც რომ აგერიოთ, იმ საძაგელგემოიან ტყუილს მაინც გადაყლაპავთ” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:21 01-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
801
ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

რომ იცოდეთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არის შემოკლებით იუსაიდი (United States Agency for International Development ან USAID) — აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომელსაც ესენი მუდმივად ლანძღავდნენ და თავს ესხმოდნენ.

დიახ, USAID-ი არასამთავრობო ორგანიზაცია არაა, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარებოდა, რათა ისინი, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებას დახმარებოდნენ.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, კი გეცოდინებათ, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან და ეს ფონდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა საქართველოში, გასცემდა გრანტებს სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის.

გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ) საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.

დღეს პაპუაშვილმა თქვა, რომ არც ის და არც ირაკლი კობახიძე ენჯეოში ანუ არასამთავრობო ორგანიზაციაში არ არიან.

ახლა არ არიან, მთავრობაში ყოფნა რომ მოუნდათ, მანამდე იყვნენ.

ორივე!

არ აქვს ტყუილს სასიამოვნო გემო.

მძაღეა და შეურაცხმყოფელი, ხალხო, რადგან ნიშნავს, რომ ვიღაც შტერად გთვლით და გულიც რომ აგერიოთ, იმ საძაგელგემოიან ტყუილს მაინც გადაყლაპავთ.

სულ ეგაა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
“მე ენჯეოში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე. არც მე, არც ირაკლი კობახიძე ენჯეოში არ ვყოფილვართ” | ამბობს პაპუაშვილი გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, როდესაც მან ე.წ. გაგრილების პერიოდზე ისაუბრა, ჟურნალისტმა კი კითხა, მასაც ჰქონდა თუ არა ეს “გაგრილების პერიოდი”, როდესაც არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში მოვიდა.
“ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი,  როდესაც ხან ენჯეოში არიან და შემდეგ ცდილობენ, მოიყვანონ პოლიტიკურ ხელისუფლებაში, იგულისხმება პარტიები, რომ ამისთვის აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში…” | ამბობს პაპუაშვილი და მაგალითად სერგი კაპანაძე მოჰყავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved